ავტორი:

#აჩუქეწიგნი - გამოწვევა ბიბლუსისგან წიგნის ჩუქების თვეს

#აჩუქეწიგნი - გამოწვევა ბიბლუსისგან წიგნის ჩუქების თვეს

23 აპრილს მთელი მსოფლიო წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე 1923 წელს დაწესდა. 23 აპრილი უილიამ შექსპირისა და მიგელ დე სერვანტესის გარდაცვალების თარიღია. რამდენიმე წელია, ამ დღეს საქართველოში შესანიშნავი ინიციატივით წიგნის ჩუქებით აღნიშნავენ. ეს ტრადიცია 2019 წელს დამკვიდრდა და მისი მიზანი ქვეყანაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციაა.

საქართველოში წიგნის მაღაზიების ყველაზე დიდი ქსელი „ბიბლუსი“ აპრილის თვეს სრულად აღნიშნულ კამპანიას უძღვნის და ფართო საზოგადოებას გამოწვევაში ჩართვისკენ მოუწოდებს. მისი მთავარი მიზანია რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა აჩუქოს წიგნი ერთმანეთს და ზოგადად, წიგნის ჩუქება ყველასთვის საყვარელ ტრადიციად ჩამოყალიბდეს.

გამოწვევაში ჩართვა ძალიან მარტივია. ვყიდულობთ წიგნს, მის ფოტოს ვტვირთვათ Facebook-ზე და ვთაგავთ საჩუქრის ადრესატს. ეს ნიშნავს, რომ მანაც იგივე უნდა გააკეთოს და სხვას აჩუქოს წიგნი. პოსტებს უნდა დავურთოთ ჰეშთეგები #აჩუქეწიგნი და #წიგნისაუკეთესოსაჩუქარია.

„ბიბლუსი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, #აჩუქეწიგნის ინიციატივის ფარგლებში, მიმდინარე საომარ მოვლენებსაც ეხმაურება. გორში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სკოლებში კომპანიამ ბიბლიოთეკები მოაწყო და წიგნები დაარიგა. „წიგნი მშვიდობისთვის“ - სწორედ ასე ჟღერს ამ აქტივობის მთავარი გზავნილი. „ბიბლუსი ცდილობს ყველას მიაწოდოს გზავნილი, რომ წიგნები და, შესაბამისად, განათლება ომსა და აგრესიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, წიგნის ჩუქების დღე 23 აპრილია. თუმცა „ბიბლუსის“ ჩელენჯში ჩართვა თვის განმავლობაშია შესაძლებელი.

#აჩუქეწიგნი

#წიგნისაუკეთესოსაჩუქარია

R