შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მსგავსად, რუსეთის ომს უკრაინაში გენოციდს უწოდებს, - ამის შესახებ ტრამპმა Fox News-ისთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
"ის რაც ხდება უკრაინაში, ეს გენოციდია - ხალხს მანამდე მსგავსი არაფერი უნახავს",- აღნიშნა თეთრი სახლის ყოფილმა ლიდერმა.
ცნობისთვის, შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გარდა, უკრაინაში რუსეთის შეჭრას გენოციდი კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ და კოლუმბიის პრეზიდენტმა ივან დუკემ უწოდეს, ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უარი თქვა აღნიშნული ტერმინის გამოყენებაზე და ეს სიფრთხილით ახსნა.