ყველა სატრანსპორტო საშუალებას კონკრეტული ხასიათი, პრაქტიკული დანიშნულება და სიმბოლიკა აქვს. ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებები, სკუტერი თუ მოპედი კი ალბათ ყველაზე უფრო სპეციფიკური და გამორჩეულია მისი ხასიათით. ეს სატრანსპორტო საშუალებები თითქოს თავისუფლებასთან და ახალგაზრდულ სულთან ასოცირდება. სწორედ ამიტომ, ალბათ ყველაზე მეტად ყველაზე თანამედროვე, ახალგაზრდა, პრაქტიკულ და თავისუფალ სეგმენტს - სტუდენტებს შეეფერება ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებები. მხოლოდ ასოციაციებშიც არ არის საქმე. სინამდვილეში, მრავალი ისეთი მახასიათებელი აქვს სკუტერსა თუ მოპედს, რომლებიც თავისი პრაქტიკული დანიშნულებით სტუდენტებს და ზოგადად ახალგაზრდა სეგმენტს ძალიან შეეფერება. იხილეთ მოგოს სტატია - სკუტერ ლიზინგი – მოგოს ახალი პროდუქტი.
მაინც რა მიზეზების გამო შეეფერება სკუტერი და უფრო კონკრეტულად, სუკტერ ლიზინგი სტუდენტებს?
1) სკუტერი - ეკონომიური სატრანსპორტო საშუალება
გადაადგილებისთვის ძალიან მოქნილი და რაც მთავარია, ეკონომიურია ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებები. სტუდენტებისთვის კი ეს ფაქტორები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ერთის მხრივ, სკუტერი და მოპედი ის ტრანსპორტია, რომელიც თავისი საბაზრო ღირებულებით ბევრად უფრო ხელმისაწვდომია ვიდრე, მაგალითად, ავტომობილი. ამას ისიც ემატება, რომ სკუტერ ლიზინგი საგრძნობლად ამარტივებს სკუტერის შეძენას ერთიანი ფულის არ არსებობის შემთხვევაში. მეორეს მხრივ კი, ეკნომიურია ამ სატრანსპორტო საშუალებების შენახვაც, იქნება ეს საწვავის ეკონომიურობა თუ შეკეთების ხარჯები.
ნებისმიერი ტრანსპორტის ფლობისას კი თითოეული ეს ფაქტორი, რომელიც ეკონომიურობას უკავშირდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტისათვის.
2) სკუტერი და სკუტერ ლიზინგი, როგორც დამატებითი შემოსავლის წყარო
სტუდენტებს განსაკუთრებით ესაჭიროებათ დამატებითი შემოსავალი, რომელიც მოქნილი გრაფიკის მქონე საქმით შეიძლება მიიღონ. მიტანის სერვისი ის საქმიანობაა, რომელიც იძლევა იმის კომფორტს, რომ დასაქმებულმა მისთვის ხელსაყრელი დრო შეარჩიოს სამუშაოდ. ამ საქიანობისთვის კი ყველაზე მომგებიანი ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებაა. მოგოს სკუტერ ლიზინგი მომხმარებელს ეხმარება მარტივად შეიძინოს სკუტერი თუ მოპედი და მიიღოს დამატებითი შემოსავალი.
3) სკუტერი - ეკო მეგობრული ტრანსპორტი
გარემოს დაცვა, სუფთა ჰაერი და ამის ხელშეწყობა, ყველაზე დიდ ინტერესის საგანს ალბათ მომავალი თაობისათვის წარმოადგენს. ორთვლიანი სატრასპორტო საშუალებები კი იმ ტრანსპორტს განეკუთვნება, რომლებიც სხვა მოტორიან ტრანსპორტებთან შედარებით ყველაზე ნაკლებ CO2-ს გამოყოფს.
4) სკუტერი - თავისუფლების და ახალგაზრდული სულის სიმბოლო
თუკი ტრანსპორტის ხასიათზე შეიძლება საუბარი, ალბათ ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებები თავისი ხასიათით თავისუფლებას და ახალგაზრდულ სულს უკავშირდებიან. ამ ყველაფერს კიდევ ერთსაც დავამატებდი - პრაქტიკულობას, გამომდინარე მისი მოქნილობიდან ქალაქის გადატვირთულ ქუჩებში და გამომდინარე მისი ეკონომიურობიდან, იქნება ეს მისი ღირებულება თუ მოვლის ხარჯები. თავისუფალი ხასიათის მქონე ყველაზე პრაქტიკულ ტრანსპორტს კი ასეთივე თვისებებისა და მახასიათებლების მქონე მძღოლიც ესაჭიროება და სწორედ ასეთები არიან ახალგაზრდები.
სტუდენტური ტრანსპორტი - სკუტერი და სკუტერ ლიზინგი
მოგო თავისი პროდუქტით, სკუტერ ლიზინგით, ახალგაზრდა თაობას, სტუდენტებს, უარტივებს მათთვის ყველაზე ხელსაყრელი ტრანსპორტი გახდეს უფრო ხელმისაწვდომი. ამ ყველაზე სტუდენტური ტრანსპორტის შეძენა კი ერთიანი თანხის არ არსებობის შემთხვევაშიც, სკუტერ ლიზინგის დახმარებითაა შესაძლებელი.
პატარა პირობები აქაც არსებობს, სკუტერ ლიზინგით სარგებლობისთვის აუცილებელია, რომ სატრანსპორტო საშუალება იყოს ახალი და იყოს შერჩეული მოგოს პარტნიორი სადგომებიდან.
სკუტერის შეძენა უმარტივესად შეგიძლიათ მოგოს ლიზინგის დახმარებით. იხილეთ ჩვენი სტატიები: სკუტ სკუტ ლიზინგი მოგოში და მპედ დეპო და სკუტერ ლიზინგი მოგოში.
პარტნიორი კომპანიების სრული სია:
თუ სკუტერ ლიზინგი თქვენთვის სასურველი პროდუქტი არაა, იხილეთ მოგოს სხვა პროდუქტები: ავტოლიზინგი, უკულიზინგი და სპეც ტექნიკის ლიზინგი, ასევე ლიზინგის შეთავაზებები მოგოსგან.
NS