ავტორი:

"ზოგიერთი ჩვენს მეგობარსა და პარტნიორს ესმის, რომ ახლა სხვა დროა - ეს აღარ არის ბიზნესისა და ფულის საკითხი" - ვის მიმართავს ზელენსკი?

"ზოგიერთი ჩვენს მეგობარსა და პარტნიორს ესმის, რომ ახლა სხვა დროა - ეს აღარ არის ბიზნესისა და ფულის საკითხი" - ვის მიმართავს ზელენსკი?

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსული ნავთობის ყიდვას აგრძელებენ "ფულს სხვა ადამიანების სისხლით გამოიმუშავებენ“.

BBC-თან ინტერვიუში , ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი გამოყო და ისინი ენერგეტიკული რესურსების ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა.

"ზოგიერთი ჩვენს მეგობარსა და პარტნიორს ესმის, რომ ახლა სხვა დროა, რომ ეს აღარ არის ბიზნესისა და ფულის საკითხი. ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი", - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ასევე გაიმეორა მოწოდება უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდების შესახებ და თქვა, რომ ისინი არ იღებენ მარაგს საკმარისად სწრაფად, რათა თავიდან აიცილონ რუსეთის თავდასხმა.

„აშშ, დიდი ბრიტანეთი, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა – ისინი ცდილობენ დაგვეხმარონ და გვეხმარებიან. მაგრამ ჩვენ მაინც გვჭირდება უფრო და უფრო სწრაფად. მთავარი სიტყვის დრო ახლაა“ , - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში რუსმა სამხედროებმა კიევის შემოგარენიდან და ქვეყნისვე სხვა ცენტრალური და ჩრდილო ნაწილებიდან უკან დაიხიეს, მაგრამ ამავდროულად არსებობს ,, სისხლიანი და გაჭიანურებული კონფლიქტის შიში ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში“.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, სამხრეთ საპორტო ქალაქი მარიუპოლი - პრეზიდენტი პუტინის სტრატეგიული მიზანი - უკვე განადგურებულია რუსული არტილერიის რამდენიმეკვირიანი დაბომბვის შედეგად და ქალაქში შესაძლოა ათიათასობით გარდაცვლილი იყოს.

,,ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ ათიათასობით დაღუპულთან ერთად, ბევრი გაუჩინარდა. ვიცით, რომ მათ საბუთები შეუცვალეს, რუსული პასპორტები მისცეს და რუსეთში შეიყვანეს - ზოგი ბანაკებში, ზოგი სხვა ქალაქებში. არავინ იცის რა ემართება ამ ხალხს. არავინ იცის, რამდენია მოკლული“, - განაცხადა ზელენსკიმ.