ავტორი:

"უნდათ ცალ-ცალკე წავიდნენ, უნდათ ერთად, უნდათ თვითმფრინავით ან წყალქვეშა ნავით, უმჯობესია ცურვით, ამას უკვე ფასი აღარ აქვს, ეს არის "მკვდარზე ვენოკი“ - გუბაზ სანიკიძე

"უნდათ ცალ-ცალკე წავიდნენ, უნდათ ერთად, უნდათ თვითმფრინავით ან წყალქვეშა ნავით, უმჯობესია ცურვით, ამას უკვე ფასი აღარ აქვს, ეს არის "მკვდარზე ვენოკი“ - გუბაზ სანიკიძე

უკრაინა ყველა ქვეყანამ მოიარა, ქართველები ბოლოს ჩადიან, ჩვენ იქ პირველივე დღეს უნდა ვყოფილიყავით, ეს არაფერში წერია, ხალხში არის გამონათქვამი: "მკვდარზე ვენოკი“ - აი ასე არის ეს, - ასე აფასებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე საქართველოს დელეგაციის უკრაინაში ჩასვლის საკითხს "პალიტრანიუსის“ გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში".

გუბაზ სანიკიძის თქმით, საქართველოს დელეგაციის უკრაინაში ჩასვლას ფასი უკვე აღარ აქვს, მაშინ, როდესაც აფრიკის ქვეყნებმაც კი მოიარეს უკრაინა.

"უკვე არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, უნდათ ცალ-ცალკე წავიდნენ, უნდათ ერთად წავიდნენ, უნდათ თვითმფრინავით, უნდათ წყალქვეშა ნავით და უმჯობესია, ცურვით თუ წავლენ. ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. უკრაინა მოიარა ყველა ქვეყანამ, ქართველები ჩადიან ბოლოს. ჩვენ იქ, პირველივე დღეს უნდა ვყოფილიყავით და პირველივე დღიდან უნდა გამოგვეხატა[სოლიდარობა]. ეს არაფერში წერია. ხალხში არის ასეთი გამონათქვამი: "მკვდარზე ვენოკი“ - აი ასე არის ეს. გინდა ჩასულან, გინდა ნუ ჩასულან, გინდა ერთად წასულან, ცალცალკე. ბოდიში და ვის ახატიათ საერთოდ. უკვე ჩვენთვისაც აღარ არის ეს მნიშვნელოვანი. ბუნებრივია, მედია ყველაფერს უნდა აშუქებდეთ და ეს თქვენი მოვალეობაა, მაგრამ ამას ქვეყნისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, არც კარგი და არც ცუდი. უკრაინელები ზრდილობიანი ხალხია, მაგრამ ჩვენ, რატომღაც გვგონია, რომ უკრაინას ჩვენს მეტი პრობლემა არ აქვს და პირობებს უყენებენ, რაღაცებს უგზავნიან, ის მოხსენი, ის დანიშნე - ჯანზე ვერ არიან. საერთოდ, ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს, მარტო ხელისუფლებას არა, ქვეყანასაც, საზოგადოებასაც. ასევე თავი კიტრები გვგონია და საერთოდ არაფერს წარმოვადგენთ. არცერთ სერიოზულ პროცესში აღარ ვმონაწილეობთ, ქვეყანა გამორთულია, მთლიანად გათიშულია. აწი, თუ უნდათ წავიდნენ და თუ უნდათ, ნუ წავლენ. ამას ფასი უკვე აღარ აქვს, აფრიკის ქვეყნებმა მოიარეს უკრაინა“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

იხილეთ ასევე: