ავტორი:

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინული ძალების ქმედებებს საპასუხოდ, კიევზე თავდასხმას გააძლიერებენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინული ძალების ქმედებებს საპასუხოდ, კიევზე თავდასხმას გააძლიერებენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მის ტერიტორიაზე უკრაინული ძალების ქმედებებს კიევზე თავდასხმების გაზრდით უპასუხებს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“, ქვეყნის თავდაცვის უწყების პრესსპიკერზე, იგორ კონაშენკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

"სარაკეტო დარტყმების რაოდენობა და მასშტაბები კიევის სამიზნეებზე გაიზრდება კიევის ნაციონალისტური რეჟიმის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტული ხასიათის ნებისმიერი თავდასხმის ან საბოტაჟის ჩადენის საპასუხოდ“, - აღნიშნა კონაშენკოვმა.

ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ მათ ღამით სხვადასხვა რაიონში 13 სამხედრო ობიექტზე მიიტანეს იერიში და რუსეთის S-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, ჩერნიგოვის მახლობლად, უკრაინული Mi-8 ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდო. რუსეთის სამხედრო ძალების ცნობით, ეს იყო ვერტმფრენი, რომელმაც გუშინ თავდასხმა განახორციელა რუსეთის ბრიანკის ოლქის სოფელ კლიმოვოზე.