ჰაკერები, რომლებიც ჩრდილოეთ კორეასთან არიან დაკავშირებული, ამერიკის ფედერალურმა ბიურომ 620 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტის ქურდობაში დაადანაშაულა. FBI-ის მტკიცებით, ჰაკერებმა ვიდეო თამაშების კომპანია გაძარცვეს.
"გამოძიებით დადგინდა, მათ 620 მილიონი დოლარის Ethereum-ი მოიპარეს", - ნათქვამია FBI-ს განცხადებაში.
აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტმა ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებულ ჰაკერების ფართო ჯგუფს, Lazarus-ს, გაეროს კიბერუსაფრთხოების ექსპერტების თქმით, კიბერთავდასხმები, წლების განმავლობაში ჩრდილოეთ კორეის რეჟიმისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო იყო.
ჩრდილოეთ კორეამ, ბოლო 4 წლის განმავლობაში მისი პირველი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტაც კი გაუშვა გასულ თვეში.
ციფრული ვალუტის ტრანზაქციების მაკონტროლებელი კომპანია Chainalysis-ის თანახმად, Lazarus Group-მა დაახლოებით 1,75 მილიარდი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა მოიპარა ბოლო რამდენიმე წელში.
წყარო: cnn
მოამზადა: ანა სიბოშვილმა