რუსეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს განუცხადა, რომ თუ ვაშინგტონი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას გააგრძელებს, ამას შესაძლოა "არაპროგნოზირებადი შედეგები“ მოჰყვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა Washington Post ავრცელებს.
"მოვუწოდებთ შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს, შეაჩერონ უკრაინის უპასუხისმგებლო მილიტარიზაცია, რაც არაპროგნოზირებად შედეგებს გულისხმობს რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის“, - ნათქვამია რუსეთის მიერ აშშ-სადმი გაგზავნილ დიპლომატიურ ნოტაში.
ამ დროისთვის, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მთლიანობაში 1,7 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარება გამოუყო.
აპრილის დასაწყისში, აშშ-ს სამხედრო მარაგებიდან უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის ღირებულების "ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემის მიწოდება დამტკიცდა.