აღდგომის დადგომამდე ცოტა დრო დარჩა. აღდგომა ქრისტიანების საყვარელი დღესასწაულია, რომელსაც ოჯახთან ერთად, სითბოთი და სიყვარულით აღვნიშნავთ. ამ დღეს განსაკუთრებულ ელფერს ლამაზად გაწყობილი სუფრა და სააღდგომო დეკორაციები ანიჭებს. ამიტომ, გადავწყვიტეთ რამდენიმე საინტერესო იდეა გაგიზიაროთ, რომლებიც დაგეხმარებათ სახლში საზეიმო ატმოსფერო შექმნათ.
აღდგომის სიმბოლოები
სხვა დღესასწაულებისგან განსხვავებით, აღდგომას თავისი სიმბოლიკა აქვს. აღდგომის ყველაზე პოპულარულ სიმბოლოებად ითვლება: კვერცხი, კურდღელი და ცხვარი. ამიტომ, სასურველია სუფრაზე რაიმე სახით ფიგურირებდნენ. აქვე გეტყვით, რომ წელს, „ბიბლუსის“ ფილიალებში სააღდგომო პროდუქციის ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი და ჩვენს სტატიაში მოყვანილი ვარიანტებიც, სწორედ „ბიბლუსის“ ახალი სააღდგომო კოლექციიდან შევარჩიეთ.
კვერცხი
წითელი კვერცხის გარეშე წარმოუდგენელია აღდგომის დღესასწაული. კარგი იქნება, თუ სააღდგომო სუფრაზე კვერცხის ფორმის დეკორაციასაც დადებთ. მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ ფაიფურის ფიგურა იქნება, კვერცხის ფორმის სანთელი თუ ფუნქციური ჭურჭელი. იმისათვის, რომ სააღდგომო სუფრა შთამბეჭდავი გამოგივიდეთ, სასურველია დეკორიც ფერები წინასწარ შეარჩიოთ და ერთმანეთს შეუხამოთ. აღდგომაზე ძირითადად პასტელის ნაზი ფერის დეკორაციები გამოიყენება: სალათისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი და ვარდისფერი.
კურდღელი და ბეკეკა
დასავლეთ ევროპაში, აღდგომის მთავარ ეროვნულ სიმბოლოდ სააღდგომო კურდღელი ითვლება. ამ ცხოველის ქრისტეს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირების ტრადიცია დაახლოებით მე-13-15 საუკუნეებში გაჩნდა. ზოგიერთ ენაში აღდგომას აქვს სახელი, რომელიც მოდის ეოსტრას (გათენების, სიცოცხლისა და ბუნების განახლების ქალღმერთი) სახელიდან: (Ostern - გერმანულად, easter - ინგლისურად). ბატკანი ითვლება სააღდგომო უნივერსალურ სიმბოლოდ, როგორც კათოლიკეებისთვის, ასევე მართლმადიდებლებისთვის. ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სააღდგომო სიმბოლოა. ბეკეკას ფიგურა სააღდგომო დეკორის შეუცვლელი ელემენტია.
ჯუჯები
ჯუჯები წარმატების და სიკეთის სიმბოლოა. ჯუჯების ფიგურას ხშირად იყენებენ მნიშვნელოვანი დღესასწაულების დროს. უსაყვარლესი ჯუჯების მრავალფეროვან არჩევანს „ბიბლუსი“ გალერეებში შეხვდებით, სადაც წარმოდგენილია ძალიან მრავალფეროვანი, ევროპული ბრენდების ასორტიმენტი. ჯუჯა თქვენს ოჯახს იღბალს მოუტანს. სასურველია, სახლში 3 ჯუჯა იყოლიოთ. ერთი შემოსასვლელში მოათავსეთ, ერთი სადღესასწაულო სუფრაზე, ერთიც იმ ოთახში დადეთ, სადაც ყველაზე მეტ დროს ატარებთ.
ლამაზი ჭურჭელი და სურნელოვანი სანთლები
ლამაზი ჭურჭელი განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის სადღესასწაულო სუფრაზე და გვიმაღლებს გუნება-განწყობილებას. განწყობის ასამაღლებლად ასევე არაჩვეულებრივი საშუალება - სურნელოვანი სანთლებია, რომელიც სააღდგომო სუფრის დეკორის ფუნქციასაც ითავსებს. შეარჩიეთ პასტელის ფერის ჭურჭელი, სასურველია თუ ის აღდგომის რომელიმე სიმბოლოებით იქნება მოხატული.
კალათები
წითელი კვერცხების ჩასადებად დეკორატიული ან დაწნული კალათი გამოიყენეთ. ახლა გაზაფხულია. ამიტომაც ყურადღება ყვავილებზე, მცენარეებზე და მწვანე ბალახზე გაამახვილეთ – რაც უფრო მეტი ბუნების ელემენტი იქნება თქვენს სუფრაზე, მით უფრო სადღესასაწაულო ატმოსფეროს შექმნით ამ დღეს. კალათებში შეგიძლიათ მოათავსოთ ჯეჯილი და ზემოდან დაადოთ შეღებილი კვერცხები. ასევე, გაზაფხულის განწყობას ოთახში შექმნის ხის ჩიტის სახლი.
ეს საოცარი ნივთები „ბიბლუსში“, სპეციალურად გამოყოფილ სტენდზე დაგხვდებათ. ორიგინალური სააღდგომო ჭურჭელი, მინიატურული ფიგურები და დეკორაცია როგორც სახლისთვის, ასევე საჩუქრადაც იდეალური არჩევანი იქნება.