ავტორი:

შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა

შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში წავიდა. ქართული დელეგაციის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 17:00 საათზე იყო ჩანიშნული.

დელეგაცია საქართველოში სავარაუდოდ, შაბათს საღამოს, ან კვირა დილით დაბრუნდება.

როგორც ცნობილია, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს.

მასთან ერთად კიევში გაემგზავრნენ უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია, სამი ვიცე-სპიკერი: დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატები: ვახტანგ მეგრელიშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი.

მანამდე დელეგაციის წევრები გამგზავრებასთან დაკავშირებით ტექნიკურ საკითხებზე პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში შეიკრიბნენ.