ავტორი:

"ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია, რომ უკრაინაში მრავალპარტიული დელეგაცია მიემგზავრება" - დეგნანი

"ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია, რომ უკრაინაში მრავალპარტიული დელეგაცია მიემგზავრება" - დეგნანი

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია, რომ უკრაინაში მრავალპარტიული დელეგაცია მიემგზავრება - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა უკრაინის დასახმარებლად American Chamber of Commerce in Georgia-ს მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო ღონისძიების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რითაც უპასუხა გამოეხმაურა უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ელჩის თქმით, „როდესაც უკრაინასა და საქართველოს შორის რაიმე სახის დაპირისპირება არსებობს, ამისგან სარგებელს მხოლოდ რუსეთი იღებს“.

"ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობის მესიჯი იმისა, რომ ჩვენ ყველა ერთად ვიდგებით და ჩვენთვის ძალის გამოყენებით ქვეყანაში შეჭრა, მისი დაბომბვა და მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა არის მიუღებელი.

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია, რომ უკრაინაში მრავალპარტიული დელეგაცია მიემგზავრება. ეს კარგად ასახავს ქართველი ხალხის დამოკიდებულებას და იმ მხარდაჭერას, რომელიც აქვს უკრაინის სახელმწიფოს, მისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ეს არის ძალიან პოზიტიური ნიშანი. მიხარია, რომ ასევე იყო პოზიტიური საუბარი შალვა პაპუაშვილსა და უკრაინის რადას სპიკერს შორის. როდესაც სხვადასხვა მიზეზების გამო არსებობს სხვადასხვა გაუგებრობა, ძალიან კარგია, როდესაც ასეთი საკითხები პირისპირ საუბრისას წყდება. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ეს ძმური მხარდაჭერა, რომელიც ქართველ ხალხს უკრაინის მიმართ ჰქონდა, კვლავ აქ არის და გრძელდება“, - განაცხადა დეგნანმა.

კელი დეგნანის განცხადებით, უკვე 50-ე დღეა იმ საშინელი აგრესიის, რომელიც რუსეთმა უკრაინელი ხალხის და უკრაინის წინააღმდეგ გააჩაღა.

"ყველა ვეძებთ გზებს, რომ მხარი დავუჭიროთ ამ მამაც ხალხს, რომელიც ასეთი შემართებით თავის ქვეყანას იცავს", - დასძინა მან.