ავტორი:

"ილია დარჩიაშვილის მადლობელი ვარ იმის დადასტურებისთვის, რომ საქართველო არ დაუშვებს სანქციებისთვის გვერდის ავლას" - რას წერს კულება "ტვიტერზე"?

"ილია დარჩიაშვილის მადლობელი ვარ იმის დადასტურებისთვის, რომ საქართველო არ დაუშვებს სანქციებისთვის გვერდის ავლას" - რას წერს კულება "ტვიტერზე"?

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს მადლობას უხდის.

კულებას თქმით, მადლიერია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის იმის დადასტურებისთვის, რომ საქართველო არ უშვებს და არ დაუშვებს რუსეთის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლას.

"ვესაუბრე ჩემს ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს უკრაინის გმირულ თავდაცვაზე რუსული შემოჭრისგან. მან დამარწმუნა საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებაში. მადლობელი ვარ მისი, რომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო არ უშვებს და არც დაუშვებს რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლას", - წერს კულება.