ავტორი:

"პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მზად არის უკრაინაში გასამგზავრებლად, ჩვენ არ ვგზავნით" - ჯენ ფსაკი

"პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მზად არის უკრაინაში გასამგზავრებლად, ჩვენ არ ვგზავნით" - ჯენ ფსაკი

თეთრი სახლის პრესმდივნის ჯენ ფსაკის განცხადებით, არ არსებობს გეგმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის უკრაინაში გამგზავრების შესახებ. ინფორმაციას forbes-ი ავრცელებს.

ფსაკიმ აღნიშნა, რომ ბაიდენი ყველაფრისთვის მზად არის, მაგრამ თეთრი სახლი არ აპირებს მის უკრაინაში გამგზავრებას.

მანვე ახსენა დიდი ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრის ბორის ჯონსონის უკრაინაში ვიზიტი, რომელიც "რვასაათიანი მატარებლით მგზავრობდა საბრძოლო მოქმედებების ზონის გავლით“, რათა ზელენსკის შეხვედროდა კიევში მოულოდნელი ვიზიტისას და აღნიშნა, რომ ეს არ შედის ამერიკის პრეზიდენტის გეგმებში.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ჯო ბაიდენმა ჟურნალისტების კითხვაზე, აპირებს თუ არა პირადად გაემგზავროს კიევში, დადებითად უპასუხა.

ამასთან დაკავშირებით, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ "პრეზიდენტი მზად არის უკრაინაში გასამგზავრებლად - ჩვენ არ ვგზავნით მას იქ".