ავტორი:

"გაპარულან... მერჩივნა, რომ ხატია დეკანოიძე ყოფილიყო ოფიციალურ დელეგაციაში" - დავით ბერძენიშვილი "ნაცმოძრაობის" უკრაინაში ვიზიტზე

"გაპარულან... მერჩივნა, რომ ხატია დეკანოიძე ყოფილიყო ოფიციალურ დელეგაციაში" - დავით ბერძენიშვილი "ნაცმოძრაობის" უკრაინაში ვიზიტზე

მარგველაშვილი სანამ პრეზიდენტობდა და მანამდეც, „ნაცმოძრაობასთან“ ვერ იყო კარგად, არც მიშა შეიწყალა, მაგრამ ახლა საჭიროდ ჩათვალა, რომ სწორედ "ნაცმოძრაობასთან" ერთად ასე, უჩუმრად წასულიყო უკრაინაში - ეს ცოტა უხერხულობას შექმნის , - ამის შესახებ "რესპუბლიკის პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნისთვის უმჯობესი იქნებოდა საპარლამენტო დელეგაციაში, პარლამენტის სპიკერის ნაცვლად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ყოფილიყო.

როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებაში, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ჩასულიყო უკრაინაში, არსებით პრობლემას ვერ ხედავს.

"გაპარულან. მე ყველას წარმატებას ვუსურვებ. საპარლამენტო დელეგაციაში, სადაც გარანტირებული ჰქონდათ ადგილი, არა მარტო ყველა პოლიტიკური ჯგუფის პირობებში, ცხადია იქ "ნაციონალური მოძრაობის“ ადგილიც იყო. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მერჩივნა, რომ ხატია დეკანოიძე ყოფილიყო კიევის ოფიციალურ დელეგაციაში, რადგან ის იქნებოდა უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა, ვიდრე პარლამენტის სპიკერი, რომელიც გუშინწინ გახდა სპიკერი და არავინ იცნობს მას.

ჩაასწრო „ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციამ, რომელთან ერთადაც არის მარგველაშვილი. იგი სანამ პრეზიდენტობდა და მანამდეც, „ნაცმოძრაობასთან“ ვერ იყო კარგად, არც მიშა შეიწყალა, მაგრამ ახლა საჭიროდ ჩათვალა, რომ სწორედ "ნაცმოძრაობასთან" ერთად ასე, უჩუმრად წასულიყო. ვერ ვხედავ რაიმე არსებით პრობლემას. რა თქმა უნდა, ეს ცოტა უხერხულობას შექმნის“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილის გარდა უკრაინაში იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, ასევე პარტიის წევრები - ეკა ხერხეულიძე და კობა ნაყოფია.