უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი მომავალ კვირას ვაშინგტონში ჩავა, - ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.
როგორც ცნობილია, შმიგალთან ერთად უკრაინის დელეგაციის წევრებს შორის იქნებიან ფინანსთა მინისტრი სერგი მარჩენკო და ცენტრალური ბანკის მმართველი კირილო შევჩენკო.
Reuters-ის ცნობით, უკრიანული დელეგაცია ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ ეს იქნება უკრაინის დელეგაციის პირველი ოფიციალური ვიზიტი საზღვარგარეთ, მას შემდეგ რაც რუსეთი 24 თებერვალს უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა.