ავტორი:

რუსთავში 9 და 11 წლის მოზარდებმა ქუჩიდან ავტომობილი მოიპარეს, რის შემდეგაც ავარიაში მოყვნენ

რუსთავში 9 და 11 წლის მოზარდებმა ქუჩიდან ავტომობილი მოიპარეს, რის შემდეგაც ავარიაში მოყვნენ

რუსთავში 9 და 11 წლის მოზარდებმა ქუჩიდან ავტომობილი მოიპარეს, რის შემდეგაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდათ. ინფორმაციას სააგენტო "ინფო რუსთავი" ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, მოქალაქემ აავტომობილი მაღაზიასთან გააჩერა, რამდენიმე წუთში კი მისი ავტომობილი მოზარდებმა მოიპარეს. გაირკვა, რომ ბავშვები აღნიშნულ ავტომობილს უთვალთვალებდნენ.

"როდესაც მძღოლი მანქანიდან გადავიდა, ბიჭებმა ავტომობილში შეაღწიეს. საჭესათან 9 წლის ბავშვი დაჯდა, მან მანქანა დაქოქა, მოულოდნელად საჭე ვერ დაიმორჩილა და იქვე გაჩერებულ, ჯერ "ფოლკსვაგენის", ხოლო შემდეგ "ტოიოტას" მარკის ავტომობილებს დაეჯახა.

ავარიის შედეგად მცირე დაზიანებები მიიღეს ბავშვებმა, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს. პაციენტების გადაყვანა "კლინიკა რუსთავში" მოხერხდა. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია" - წერს ინფო რუსთავი.