ავტორი:

შალვა პაპუაშვილი ამ წუთებში რადას თავმჯდომარეს ხვდება - ფოტო კიევიდან

შალვა პაპუაშვილი ამ წუთებში რადას თავმჯდომარეს ხვდება - ფოტო კიევიდან

პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით დელეგაცია კიევშია. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მის კოლეგას, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკს ხვდება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კი განცხადებები გაკეთდება.

პაპუაშვილი კიევში ვიზიტს "ტვიტერზე" გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი დგას უკრაინელების გვერდით.

"ჩავედით კიევში კოლეგა საქართველოს პარლამენტარებთან ერთად გზავნილის გადასაცემად: ჩვენ ვგრძნობთ თქვენს მწუხარებას. საქართველო მხარს უჭერს უკრაინას. ქართველები დგანან უკრაინელების გვერდით" - დაწერა პაპუაშვილმა.

Arrived in #Kyiv together with fellow Georgian MPs to convey a message of Georgia: we feel your sorrow, #Georgia supports #Ukraine, Georgians stand with Ukrainians 🇬🇪🇺🇦
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) April 16, 2022

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობა კიევში გუშინ გაემგზავრა. დელეგაციაში შედიან: უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია, სამი ვიცე-სპიკერი: დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატები: ვახტანგ მეგრელიშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი.