ავტორი:

"შევდივართ მსოფლიოს თავისუფლების დედაქალაქში!" - რა ფოტოებს აქვეყნებენ ხათუნა სამნიძე და ანა ნაცვლივშილი კიევიდან?

"შევდივართ მსოფლიოს თავისუფლების დედაქალაქში!" - რა ფოტოებს აქვეყნებენ ხათუნა სამნიძე და ანა ნაცვლივშილი კიევიდან?

პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, კიევში იმყოფება. საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში შალვა პაპუაშვილი შეხვედრას მართავს თავის კოლეგასთან, რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან.

როგორც ცნობილია, დაგეგმილია ქართველი დეპუტატების ჩასვლა ოკუპანტებისგან დაზარალებულ ბუჩასა და ირპენში.

"შევდივართ კიევში - მსოფლიოს თავისუფლების დედაქალაქში!" - ამ წარწერით აქვეყნებენ ფოტოებს უკრაინაში მყოფი დეპუტატები ხათუნა სამნიძე და ანა ნაცვლიშვილი.

ცნობისთვის, საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია, სამი ვიცე-სპიკერი: დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატები: ვახტანგ მეგრელიშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი.