ავტორი:

"ქართველ პარტიზანებს მძიმე დღე გვაქვს" - უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა: რას წერს ვანო ნადირაძე?

"ქართველ პარტიზანებს მძიმე დღე გვაქვს" - უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა: რას წერს ვანო ნადირაძე?

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე ავრცელებს.

მისი თქმით, გარდაცვლილი არსენ კასრაძეა.

"ქართველ პარტიზანებს და ჩვენ საძმოს მძიმე დღე გვაქვს, დაგვეღუპა არკადი კასრაძე და მძიმედ დაგვეჭრა ზურა მუᲨუქია, რუბეჟნოის გაწმენდის დროს, არკადამ ორის დაგდება მოასწრო, მაგრამ..... დიდება გმირებს" - წერს ნადირაძე.

ცნობისთვის, უკრაინაში უკვე 7 ქართველი მებრძოლია დაღუპული.