ვანო ნადირაძის ინფორმაციით, უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, გარდაცვლილები არიან ზაზა ბიწაძე და ალეკო ცაავა.
"ქართველი პარტიზანებიდან კიდევ ორი დაგვეღუპა. ქართველი პარტიზანი ზაზა ბიწაძე აღარ გვყავს..... ერთი შენ იყავი და მეორე მე ბებერი..... აუ რა მაგრად გაგვიჭირდება უშენოდ ცხოვრება ზაზა ძმაო.
ალიკა ცაავა ვერ მოვასწარი ჩემო ძმაო შენი გაცნობა, მაგრამ ჩემ გულში გმირი ხარ და ჩვენი ძმა....ქართველი პარტიზანი... " - წერს ნადირაძე.
ცნობისთვის, დღეს უკრაინაში გაწმენდითი სამუშაოების დროს, ოკუპანტების თავდასხმას ემსხვერპლა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი არკადი კასრაძე.
ამ დროისთვის უკრაინაში სულ 9 ქართველია გარდაცვლილი.