ავტორი:

რას აცხადებს რუსლან სტეფანჩუკი შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ?

რას აცხადებს რუსლან სტეფანჩუკი შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ?

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრა წვლილს შეიტანს ორმხრივი ურთიერთობის შემდგომ გაძლიერებაში უკრაინასა და საქართველოს შორის, რასაც ჩვენი ხალხი მოელის,- ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მხარეებს შორის განხილვის თემა იყო აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობა, უკრაინისა და საქართველოს ევროინტეგრაციული მომავალი და ასევე, საქართველოს შესაძლო დახმარება უკრაინის აღდგენის პროცესში.

"მოხარული ვარ მივესალმო საქართველოს პარლამენტის სპიკერს შალვა პაპუაშვილს, რომელიც კიევში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრა წვლილს შეიტანს ორმხრივი ურთიერთობის შემდგომ გაძლიერებაში უკრაინასა და საქართველოს შორის, რასაც ჩვენი ხალხი მოელის.

ჩვენ განვიხილეთ აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობა, უკრაინისა და საქართველოს ევროინტეგრაციული მომავალი და ასევე, საქართველოს შესაძლო დახმარება უკრაინის აღდგენის პროცესში. მადლობას ვუხდი საქართველოს პარლამენტის სპიკერს ამ ვიზიტისთვის, რომელიც არის სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოხატვა",- განაცხადა სტეფანჩუკმა.