ავტორი:

"დაე, იყოს მშვიდობა ომში გახვეული უკრაინისთვის - დაე, დასრულდეს კუნთების მოსინჯვა, მაშინ, როდესაც ადამიანები იტანჯებიან" - რომის პაპი

"დაე, იყოს მშვიდობა ომში გახვეული უკრაინისთვის - დაე, დასრულდეს კუნთების მოსინჯვა, მაშინ, როდესაც ადამიანები იტანჯებიან" - რომის პაპი

რომის პაპმა უკრაინაში მშვიდობის დამყარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანა ჩათრეულ იქნა საზარელ და უაზრო ომში.

ამის შესახებ პაპმა ფრანცისკემ ყოველწლიური სააღდგომო მესაზე წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი დაახლოებით, 100 ათასი ადამიანის წინაშე ისაუბრა.

"ჩვენ ვიხილეთ ძალიან ბევრი სისხლი, ძალიან ბევრი ძალადობა. ჩვენი გულებიც აივსო შიშითა და ტანჯვით. დაე, იყოს მშვიდობა ომში გახვეული უკრაინისთვის, რომელმაც ასე მძიმედ გამოსცადა ძალადობა გამოწვეული საზარელი და უაზრო ომით, რომელშიც ქვეყანა იქნა ჩათრეული. ტანჯვისა და სიკვდილის ამ საშინელ ღამეს, დაე იმედის ახალი განთიადი დადგეს.

დაე იყოს მშვიდობის შესახებ გადაწყვეტილება. დაე დასრულდეს კუნთების მოსინჯვა, მაშინ როდესაც ადამიანები იტანჯებიან. ჩემს გულში არიან ომის მსხვერპლი ადამიანები, ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული ადამიანები, გაყოფილი ოჯახები და მიტოვებული მოხუცები. მე ვხედავ დაობლებული ბავშვების სახეებს, რომლებიც გაურბიან ომს“, - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ ქადაგებისას.