ავტორი:

"გარკეულწილად, ჩვენ უკრაინელებს ამით ვალს ვუბრუნებთ... " - მეუფე ნიკოლოზი უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე

"გარკეულწილად, ჩვენ უკრაინელებს ამით ვალს ვუბრუნებთ... " - მეუფე ნიკოლოზი უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე

"მინდა ჩვენს თანამემამულეებს ვუთხრა, რომ უკრაინის ომი ჩვენ პირდაპირ გვეხება - უკრაინის და უკრაინელების ტრაგედია მასშტაბებით ერთი ორად და ერთი ათად კი არა, ასჯერ და ათასჯერ უფრო დიდია", - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომში ქართველი მებრძოლების მონაწილეობა და თავგანწირვა გარკეულწილად, უკრაინელებისთვის ვალის დაბრუნებაა.

მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, ის ფიქრობს, რომ ომი მალე დამთავრდება, თუმცა ვისი გამარჯვებით, ამის გარკვევა რთული იქნება.

"რაც შეეხება ქართველ გმირებს - მე ვფიქრობ, რომ გარკეულწილად ჩვენ უკრაინელებს ამით ვალს ვუბრუნებთ. იმიტომ რომ მე მახსოვს, აფხაზეთის ომში უკრაინელები როგორ ჩამოვიდნენ. მე ჩემი თვალით ვნახე და გავიცანი ის მეომრები, რომლებიც საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდნენ და დაიღუპნენ კიდეც. რა თქმა უნდა, ერთი ადამიანის სიკვდილიც ძალიან მტკივნეულია, მაგრამ ნუ ომია და სიტყვა ომი საშინელებას, ტრაგედიას ნიშნავს.

ბოროტებაზე ღმერთი გაიმარჯვებს, როდის და რა ფორმით მოხდება ეს არავინ იცის. მე ვფიქრობ, რომ ეს ომი ძალიან მალე დამთავრდება და სამწუხაროდ, როგორც ახლა ვართ გაუგებრობაში, მერეც ვიქნებით. აი, ვინ გაიმარჯვა, ვინ მოიგო ეს ომი, ამის გარკვევა ძალიან რთული იქნება. სინამდვილეში ომს ეშმაკი იგებს, იმიტომ რომ ამ დაღუპულ ადამიანებს რაღა გააცოცხლებს, მაგრამ ნუ რა ვქნათ. ეს არ გვიკვირს ჩვენ, მეომარი ქვეყანა ვართ. ასე რომ, ჩვენ ვილოცოთ. აი, ჩვენი გამარჯვება ზუსტად ერთი კვირის შემდეგ იქნება, როდესაც ჩვენ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ვიდღესასწაულებთ", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა