ავტორი:

პუტინისტი სოლოვიოვი "მოსკოვის" ჩაძირვის გამო გაცოფებულია: "ამიხსენით, რა ჯანდაბაა, როგორ მოახერხეთ მისი დაკარგვა?!"

პუტინისტი სოლოვიოვი "მოსკოვის" ჩაძირვის გამო გაცოფებულია: "ამიხსენით, რა ჯანდაბაა, როგორ მოახერხეთ მისი დაკარგვა?!"

კრემლის პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერ "მოსკოვის" ჩაძირვის გამო გაცოფებულია.

"უბრალოდ გაციფებული ვარ, რა მოუვიდა ჩირნამოსკის ფლოტის კრეისერ "მოსკოვს". როდესაც ჩვენ ვამბობთ, დიახ, ის ბევრი წლის იყო, დიახ, ის გაარემონტეს, დიახ, ამ სერიის ხომალდებს ნამდვილად აქვთ სუსტი წერტილები, ეს ყველაფერი მესმის, მაგრამ ამიხსენით, როგორ შეძლით მისი დაკარგვა? ამიხსენით, რა ჯანდაბაა, როგორ აღმოჩნდით შავი ზღვის იმ ნაწილში იმ დროს?! ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდა. როგორც უკრაინელები ამბობენ, ორი რაკეტა იყო. და როდიდან ეშინია ხომალდს სარეკატო დარტყმის, როდესაც მას აქვს თავდაცვის სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს, რომ ამ მასშტაბის დარტყმას გაუძლოს. გააქტიურებული არ იყო? კარგი, თუნდაც ორი რაკეტა ყოფილიყო, გაჩნდა ხანძარი, როგორი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა გქონდათ, ამიხსენით გთხოვთ. რატომ არ ამუშავდა ის? ხომალდი შიგნიდან თითქმის ბოლომდე დაიწვა..." - ამბობს სოლოვიოვი ერთ-ერთ გადაცემაში.

ცნობისთვის, 13 აპრილს, უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერს "მოსკოვს“ უკრაინული "ნეპტუნის“ ორი რაკეტა მოხვდა. "სამხედრო ხომალდი იწვის", - წერდა უკრაინული საინფორმაციო სააგენტო "უნიანი“. მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ "მოსკოვის" განადგურება ოფიციალურად დაადასტურა.

მედიის ინფორმაციით, კრეისერი "მოსკოვი“ ზუსტად იგივე რუსული ხომალდია, საიდანაც უკრაინელ მესაზღვრეებს, თებერვლის ბოლოს, ზმეინის კუნძულზე, დანებებისკენ მოუწოდებდნენ. პასუხად კი - უკრაინელი მესაზღვრეებისგან ცნობილი ფრაზა: "Русский военный корабль, иди на х*й“ მიიღეს.

ასევე იხილეთ: