ავტორი:

"უკრაინის არცერთი დიდი ქალაქი არ დაეცა... ჩვენი ჯარისკაცები ისევ მარიუპოლში არიან და ბოლომდე იბრძვიან" - დენის შმიგალი

"უკრაინის არცერთი დიდი ქალაქი არ დაეცა... ჩვენი ჯარისკაცები ისევ მარიუპოლში არიან და ბოლომდე იბრძვიან" - დენის შმიგალი

უკრაინის ჯარი მარიუპოლში კვლავ იბრძვის და არ ნებდება. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.

"ქალაქი [მარიუპოლი] ჯერ არ დაცემულა. ჩვენი ჯარისკაცები ისევ იქ არიან და ბოლომდე იბრძვიან", - განაცხადა დენის შმიგალმა მას შემდეგ, რაც რუსეთმა მარიუპოლში მყოფ უკრაინელ ჯარიკაცებს დანებებისთვის დრო ოფიციალურად მისცა.

მისი თქმით, ყველა დიდი ქალაქი უკრაინის კონტროლის ქვეშაა.

"უკრაინის არცერთი დიდი ქალაქი არ დაეცა. მხოლოდ ხერსონი არის რუსული სამხედრო ძალების კონტროლის ქვეშ, თუმცა ყველა დანარჩენი ქალაქი უკრაინის კონტროლის ქვეშაა“, - აღნიშნა შმიგალმა და დაამატა.

დენის შმიგალის თქმით, რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 900-ზე მეტი ქალაქი, დაბა და სოფელი გაათავისუფლეს.

შმიგალმა ასევე აშშ-ს და სხვა პარტნიორებს მადლობა გადაუხადა საბრძოლო, ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარებისთვის.

”ჩვენს ბიუჯეტს ყოველთვიურად დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის დეფიციტი აქვს, ამიტომ ვაფასებთ და მადლობელი ვართ აშშ-ის და ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის ფინანსური მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა შმიგალმა.