ავტორი:

19 აპრილს ნათია ჯაგოდნიშვილის ახალი წიგნის - „შეცდომა“ პრეზენტაცია გაიმართება

19 აპრილს ნათია ჯაგოდნიშვილის ახალი წიგნის - „შეცდომა“ პრეზენტაცია გაიმართება

ნათია ჯაგოდნიშვილი ახალგაზრდა მწერალია, რომელიც ქართველმა მკითხველმა ლიტერატურული კონკურსიდან - „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018“ გაიცნო. ნათია კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია. ის მკითხველის რჩეული და პირველი წიგნის, სახელწოდებით - „ცდუნება“ ავტორი გახდა.

სადებიუტო სასიყვარულო რომანი წიგნის მაღაზიებში გამოჩენიდან ძალიან მალე იქცა ბესტსელერად. ეს არის წიგნი სიყვარულზე, ღალატზე, ურთიერთობებზე, ვნებასა და საკუთარი თავის ძიებაზე... წიგნში სადავო და რთული საკითხებია წამოჭრილი – როგორ უნდა მოიქცე, როცა საყვარელ ადამიანთან ბედნიერად ცხოვრობ, მაგრამ მოულოდნელად ძველ სიყვარულს შეხვდები? შეძლებ, გაუძლო ცდუნებას?

ცხოვრებისეული ამბები, სასიყვარულო სამკუთხედი, ღალატი, ცდუნება, შეცდომები, რომლებსაც ყველა ვუშვებთ... - სწორედ ასეთ თემებს ეხება ავტორი თავის წიგნებში და საინტერესო, განსხვავებული კუთხიდან გვაჩვენებს იმას, რასაც ადამიანები ხშირ შემთხვევაში სტერეოტიპულად უყურებენ. ნათია ჯაგოდნიშვილის წიგნები ყველასათვის ნაცნობ და საინტერსო თემებს ეხება.

„შეცდომა“ ცალმხრივი სიყვარულით შეპყრობილი ახალგაზრდა გოგონას ამბავს მოგვითხრობს, რომელიც მოულოდნელად სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდება. როგორ მოვიქცეთ თუ სიყვარული ცალმხრივია? არსებობს კი რაიმე რეცეპტი უბედურ სიყვარულს რომ უშველოს? რომანში „შეცდომა“ ვიპოვით კითხვაზე პასუხს: იყო თუ არა შეცდომა მთავარი გმირის გადამწყვეტი ნაბიჯი?

19 აპრილს 19:00 საათზე ტიფანის ბარში (მტკვრის მარჯვენა სანაპირო, ბროსეს ქუჩის კუთხე) გაიმართება ნათია ჯაგოდნიშვილის ახალი წიგნის პრეზენტაცია. სტუმრებს დახვდებათ სასიამოვნო გარემო, გემრიელი სასმელი და სიურპრიზები... ღონისძიებას გაუძღვებიან მწერლები - ნათია ჯაგოდნიშვილი და თეა ინასარიძე. ღონისძიებაზე დასწრება - თავისუფალია.

იხილეთ ღონისძიების ბმული

R