გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ლიტერატურული მოგზაურობა მთელი საქართველოს მასშტაბით წელს მესამედ ჩატარდება.
ლიტერატურული გაჩერება, ტრადიციულად, საქართველოს რამდენიმე რეგიონში გაიმართება. ლიტერატურის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ, აღმოაჩინონ ახალი წიგნები და შეიძინონ ისინი დიდი ფასდაკლებით; დაესწრონ საინტერესო ლიტერატურულ ღონისძიებებს და გაცვალონ უსარგებლო მაკულატურა ახალ წიგნებში.
ერთგული მკითხველი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ყოველ ზაფხულს ელოდება პალიტრის ლიტერატურულ გაჩერებას. ახალი წიგნების გამოფენა-გაყიდვა 70%-იანი ფასდაკლებით იქნება წარმოდგენილი და სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურაზე გავრცელდება. მკითხველს შეეძლება შეარჩიოს წიგნები როგორც მხატვრული, ასევე ბიზნესლიტერატურის ჟანრიდან, შეიძინოს ფასდაკლებით ან გადაცვალოს მაკულატურაში.
„მაკულიტერატურა“ ძალიან წარმატებული პროექტია, რომლის ფარგლებშიც, ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაცვალოს მაკულატურა (ძველი წიგნები, თაბახის ფურცლები, ჟურნალ-გაზეთები) ახალ წიგნებში და გაუფრთხილდეს გარემოს. 1 კგ. მაკულატურა = 1 ნერგს (ანუ 1 ქულას). გარდა ამისა, სურვილისამებრ, მაკულატურა გადაიცვლება თანხაშიც. 1 კგ. მაკულატურა = 0.25 თეთრს.
პროექტი „მაკულიტერატურა“ 2012 წელს დაიწყო და წელს 10 წლის იუბილეს აღნიშნავს.
„პალიტრა L-ის“ ლიტერატურული მოგზაურობა წელს ქალაქ თელავიდან დაიწყება. ხვალ, 19 აპრილს, თელავის „ბიბლუსი გალერეაში“ გაიმართება ვასო გულეურის ახალი წიგნის - „ამბები კატა-კოტოსი“ პრეზენტაციაც. შეგახსენებთ, რომ წიგნი გახდი საბავშვო ბესტსელერის კონკურსის ფარგლებში გამოიცა. ავტორი პატარა მკითხველს წაუკითხავს წიგნს და ისაუბრებს მის შესახებ.
იხილეთ „ლიტერატურული გაჩერების“ განრიგი:
ლიტერატურული გაჩერება მკითხველს არაერთ სასიამოვნო სიურპრიზს ჰპირდება. წიგნების გამოფენა-გაყიდვის გარდა, გაიმართება სხვადასხვა ლიტერატურული ღონისძიებები, ახალი წიგნების წარდგენები და ქართველ ავტორებთან შეხვედრები.
R