ავტორი:

ზაპოროჟიეს ოლქში რუსმა სამხედროებმა დასახლებები დაბომბეს

ზაპოროჟიეს ოლქში რუსმა სამხედროებმა დასახლებები დაბომბეს

ზაპოროჟიეს ოლქში რუსმა სამხედროებმა დასახლებები დაბომბეს, - ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ივან არეფიევმა განაცხადა.

Ukrinform-ის ინფორმაციით, ოკუპანტები სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ანადგურებენ.

"17 აპრილის დილის 04:00 საათის შემდეგ, ზაპოროჟიეს ცალკეული ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ბატალიონები სასტიკ ბრძოლებს აწარმოებენ ფრონტის ხაზის მთელ სიგრძეზე. მტერმა დაბომბა სოფლები სტარომაიორსკოე, მაკაროვკა, სტოროჟევოე, ნესკუჩნოე, ვრემევკა, მალინოვკა, პოლტავკა, ნოვოდაროვკა, ნოვოკრაინსკოე და სტეპნოე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ინფორმაციაში ნათქვამია, რომ რუსი სამხედროები იყენებენ ტანკებს, ჯავშანმანქანებს და ქვეითთა შენაერთებს. გარდა ამისა, ისინი დასახლებებს ავიაციით ბომბავენ, იყენებენ Grad-ის ტიპის მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს, არტილერიას, 120 მმ-იანი კალიბრის ნაღმმტყორცნებს და მსხვილკალიბრიან ტყვიამფრქვევებს შემდეგი მიმართულებებით: გულიაიპოლე, ნოვოანდრიევკა, ბელოგორიე, ჩერვონოე, პავლოვკა, ორეხოვი, მალაია ტოკმაჩკა.