ავტორი:

ჰარისა და მეგანს ჯორჯ ბუშ უმცროსისა და ბარაკ ობამას ყოფილი პირადი მცველი იცავს - ვინ არის კრისტოფერ სანჩესი, რომელიც სამეფო წყვილის გვერდით 16 აპრილს შენიშნეს?

ჰარისა და მეგანს ჯორჯ ბუშ უმცროსისა და ბარაკ ობამას ყოფილი პირადი მცველი იცავს - ვინ არის კრისტოფერ სანჩესი, რომელიც სამეფო წყვილის გვერდით 16 აპრილს შენიშნეს?

პირადი მცველი კრისტოფერ სანჩესი, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს, ბარაკ ობამას ემსახურებოდა, ახლა ინგლისის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას იცავს. რაც პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ მეგან მარკლიმ სამეფო ოჯახი დატოვეს და აშშ-ში გადავიდნენ საცხოვრებლად, მთავრობამ მათთვის გამოყოფილი სპეციალური დაცვა გაათავისუფლა, რის გამოც ისინი სასამართლოშიც კი ჩივიან. ჰარი ამბობდა, რომ ოჯახთან ერთად დიდ ბრიტანეთში ჩასვლისას, თავს დაცულად არ გრძნობს.

სანჩესმა სულ 5 წელი იმუშავა საპრეზიდენტო დაცვაში - აქედან 2,5 წელი ჯორჯ ბუშ უმცროსს ემსახურებოდა, მეორე ნახევარი კი - ობამას. სულ კი 21 წელი გაატარა ეროვნულ უსაფრთხოებაში, ახლა კი ორი ამერიკული დაცვის სამსახურის ლიდერია. ის არის ტეხასის პროფესიონალური დაცვის და გამოძიების სამსახურის დირექტორი. ასევე რისკის მართვის კომპანიის, Torchstone-ის პრეზიდენტი.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ უხდის კრისტოფერ სანჩესს ხელფასს, ან ობამამ შესთავაზა თუ არა წყვილს მისი კანდიდატურა. მცველი პირველად შაბათს, ჰააგაში გამართულ ღონისძიებაზე შენიშნეს, როცა 40 წლის მეგანს და 37 წლის პრინცს ადევნებდა თვალს.

წყარო: thesun

მოამზადა: ანა სიბოშვილმა