ავტორი:

რუსმა დამპყრობლებმა კრამატორსკზე სარაკეტო იერიში მიიტანეს: "განადგურდა სულ მცირე რვა საცხოვრებელი კორპუსი"

რუსმა დამპყრობლებმა კრამატორსკზე სარაკეტო იერიში მიიტანეს: "განადგურდა სულ მცირე რვა საცხოვრებელი კორპუსი"

რუსმა დამპყრობლებმა კრამატორსკზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, სულ მცირე რვა საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა.

ამის შესახებ დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ განაცხადა.

"განადგურდა სულ მცირე რვა საცხოვრებელი კორპუსი, საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული დაწესებულება. საარტილერიო დაბომბვა მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ მთელი ღამე არ შეწყვეტილა. მტერი ყველაზე ინტენსიურად ისროდა მარინსკის, ავდეევსკის და ოჩერეტინსკის მიმართულებებზე,“ - თქვა კირილენკომ.

მისივე ინფორმაციით, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი ჯერ არ დაფიქსირებულა, თუმცა დაზიანებულია მრავალი საცხოვრებელი კორპუსი, ზოგან შეწყვეტილია ელექტროენერგია და გაზის მიწოდება.