ავტორი:

"2021 წელს გამოიკვეთა დესტრუქციულ გარე აქტორებთან შესაძლო კავშირის მქონე პოლიტიკური ძალების სხვადასხვა ფორმით გააქტიურების ტენდენცია" - სუს-ის ანგარიში

"2021 წელს გამოიკვეთა დესტრუქციულ გარე აქტორებთან შესაძლო კავშირის მქონე პოლიტიკური ძალების სხვადასხვა ფორმით გააქტიურების ტენდენცია" - სუს-ის ანგარიში

სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის (სუს-ი) ინფორმაციით, 2021 წელს გამოიკვეთა დესტრუქციულ გარე აქტორებთან შესაძლო კავშირის მქონე პოლიტიკური ძალების სხვადასხვა ფორმით გააქტიურების ტენდენცია.

როგორც სუს-ის 2021 წლის ანგარიშშია ნათქვამი, აღნიშნული სუბიექტების მხრიდან, სხვადასხვა პლატფორმის გამოყენებით (მათ შორის, სოციალური ქსელები, ვებ-გვერდები, ინტერნეტ-ტელევიზია, ტელემაუწყებლობა), აქტიურად მიმდინარეობდა პროდასავლური კურსის საწინააღმდეგო პროპაგანდა. ისინი ბოროტად იყენებდნენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და მიზანმიმართულად ეწეოდნენ დემოკრატიის დამაზიანებელი იდეოლოგიის გავრცელებას.

"საქართველოზე გავლენის ბერკეტების მოპოვება-გაძლიერებით დაინტერესებული გარე აქტორები საკუთარი იდეოლოგიური, რელიგიური და ეკონომიკური პოლიტიკის რეალიზებისთვის, სხვა რესურსებთან ერთად, იყენებდნენ მათდამი მატერიალური ან/და სხვა დაინტერესების გამო ლოიალურად განწყობილი საქართველოს მოქალაქეების შესაძლებლობებს, ასევე, საქართველოში სხვადასხვა სტატუსით მყოფ უცხოეთის მოქალაქეებს.

მოპოვებული ინფორმაციისა და ფაქტობრივ მასალათა საფუძველზე, სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2021 წელს გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 10 საქმეზე. სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 2 საქმეზე.

საქართველოს უსაფრთხოების გარემოს დაზიანებით დაინტერესებული ძალები, საკუთარი აქტივობების განხორციელებისას, მიზნად ისახავდნენ საქართველოს ურთიერთობების დაზიანებას სტრატეგიულ პარტნიორებთან, საქართველოს, როგორც დემოკრატიული და სტაბილური ქვეყნის იმიჯის შელახვას, საზოგადოებრივ წესრიგში არეულობის შეტანას, შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევასა და მუდმივი დაძაბულობის ხელშეწყობას. მათი ქმედებები და დესტაბილიზაციის მცდელობები, ასევე, მიმართული იყო სახელმწიფო მმართველობის ფორმების ხელყოფისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების შეფერხებისკენ. აღნიშნულით დაინტერესებული ძალები, სხვადასხვა მეთოდის, მათ შორის, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის, ასევე ე.წ. რბილი ძალისა და ფარული ოპერაციების გამოყენებით, ცდილობდნენ საკუთარ ინტერესებს მორგებული მსოფლმხედველობის საზოგადოებაში გავრცელებას.

2021 წელს გამოიკვეთა დესტრუქციულ გარე აქტორებთან შესაძლო კავშირის მქონე პოლიტიკური ძალების სხვადასხვა ფორმით გააქტიურების ტენდენცია. აღნიშნული სუბიექტების მხრიდან, სხვადასხვა პლატფორმის გამოყენებით (მათ შორის, სოციალური ქსელები, ვებგვერდები, ინტერნეტტელევიზია, ტელემაუწყებლობა), აქტიურად მიმდინარეობდა პროდასავლური კურსის საწინააღმდეგო პროპაგანდა. ისინი ბოროტად იყენებდნენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და მიზანმიმართულად ეწეოდნენ დემოკრატიის დამაზიანებელი იდეოლოგიის გავრცელებას. საანგარიშო პერიოდში, ასევე, გამოვლინდა უცხო ქვეყნის სპეციალურ სამსახურებთან შესაძლო კავშირის მქონე ძალების მხრიდან საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი და რეზონანსული მოვლენების შესახებ ინფორმაციის მოპოვების და აღნიშნულ პროცესებში ჩართვის მცდელობები. აღნიშნულის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოებაში არსებული მუხტის მათი ინტერესების შესაბამისად წარმართვა, მათ შორის ქვეყანაში სხვადასხვა დესტრუქციული პროცესების პროვოცირებისთვის“, - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, სიტუაციის მაქსიმალური ესკალაციისა და სხვადასხვა პროვოკაციული ქმედების ორგანიზებისთვის მიმდინარეობდა ცალკეული საკითხების (მათ შორის, უსაფრთხოებისა და სამართალდაცვის საკითხების) მიზანმიმართული პოლიტიზება. აღნიშნულის მიზანს ქვეყანაში მუდმივი შიდაპოლიტიკური დაძაბულობის ხელშეწყობა და საჭიროებისამებრ გამწვავება წარმოადგენდა.

"ამ მხრივ, 2021 წელს, განსაკუთრებით გააქტიურდნენ საქართველოში მოქმედი გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები და მათი ლიდერები. უსაფრთხოების გარემოს არსებითად აზიანებდა აღნიშნული ძალების დესტრუქციული და ძალადობრივი მოწოდებები, ასევე მცდელობები, რომლებიც მიმართული იყო საზოგადოების პოლარიზაციისკენ, სახელმწიფო უწყებების მუშაობის შეფერხების, დესტაბილიზაციის შექმნისა და ხელისუფლების დამხობისკენ.

საანგარიშო პერიოდში სამსახურმა სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, გამოიკვეთა, რომ ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით დამხობის მიზნით, იგეგმებოდა დესტრუქციული ძალების მობილიზება, საავტომობილო გზების სხვადასხვა საშუალებით გადაკეტვა, სახელმწიფო უწყებების ბლოკირება და შტურმი. აქტიურად განიხილებოდა აღნიშნულ პროცესებში ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების ჩართვა. საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა ცალკეული ქვეყნებისა და მათი სპეციალური სამსახურების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული "ჰიბრიდული საფრთხეები“. 2021 წელს კიდევ უფრო მასშტაბური გამოწვევის სახე მიიღო ცალკეული ქვეყნების მიერ წარმოებულმა ე.წ. საინფორმაციო ომმა. ცალკეულმა აქტორებმა კიდევ უფრო დახვეწეს საინფორმაციო ოპერაციებისა და ფსიქოლოგიური ზეგავლენის ტექნოლოგიები. 2021 წელს აღნიშნული დეზინფორმაციული კამპანიების მთავარ სამიზნეს კვლავ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტერგრაციის საკითხი წარმოადგენდა“, - ნათქვამია ანგარიშში.

იხილეთ ასევე: