ნამდვილი პასკა ნესტიანი და მძიმე უნდა იყოს, მას უნდა ჰქონდეს საკმარისი ცხიმი და განსაკუთრებული არომატი. ამისათვის, აუცილებელია, ინგრედიენტები სწორად შევარჩიოთ და ცხობისას ხარისხიანი და ნატურალური, დანამატებისგან, კონსერვანტებისა და გმო-სგან (გენმოდიფიცირებული ორგანიზმები) თავისუფალი პროდუქტები გამოვიყენოთ.
პასკის ერთ-ერთი უმთავრესი ინგრედიენტი კარაქია – ის უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს ცომის სტრუქტურაზე, გემოსა და არომატზე. კარაქი გვჭირდება იმისათვის, რომ ცომი არ აფუვდეს, იყოს მძიმე და ნოტიო. ამასთან ერთად, გავხადოთ პასკა გემრიელი და შევძინოთ მას განსაკუთრებული არომატი.
რა უნდა გავითვალისწინოთ კარაქის შერჩევისას?
იმისათვის, რომ პასკის შეფასების ყველა კრიტერიუმი დავაკმაყოფილოთ, აუცილებელია, გამოვიყენოთ 82.5%-იანი მჟავე ნაღების კარაქი. ამასთან ერთად, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ის თავისუფალი უნდა იყოს ყველა არაორგანული კომპონენტისგან. კარაქი მაშინ გვაძლევს საუკეთესო შედეგს, როდესაც მხოლოდ რძისა და რძემჟავასგან შედგება. რძემჟავას, რომელსაც ლაქტურ მჟავასაც უწოდებენ, ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს, მათ შორის, ის აძლიერებს იმუნიტეტს და სხეულს ინფექციების თავიდან აცილებაში ეხმარება.
საქართველოში ხელმისაწვდომი ისეთი კარაქი, რომელიც მხოლოდ ამ ორი კომპონენტისგან – რძისა და რძემჟავასგან შედგება, "ლურპაკია“. ასევე, ის ერთადერთი ორგანული კარაქია ქართულ ბაზარზე.
"ლურპაკი“ დანიაში იწარმოება. 1 კგ კარაქის დასამზადებლად 20 ლიტრ პრემიუმ კატეგორიის რძეს იყენებენ და რძემჟავას კულტურას უმატებენ. სწორედ ამ კულტურის გამოყენებით იძენს "ლურპაკი“ უნიკალურ გემოსა და სურნელს. ის 100-ზე მეტ არომატულ კომპონენტს ბუნებრივი სახით შეიცავს. კარაქი, ამ შემადგენლობის გამო, გაცხელებისას და კერძში დამატებისას, ხსნის და აძლიერებს გემოებსა და არომატს. ამიტომ მიიჩნევენ "ლურპაკის“ მჟავე (ლაქტურ) კარაქს ცხობაში საუკეთესოდ.
ასე რომ, თუ სააღდგომოდ, პასკის სახლში გამოცხობას გეგმავთ და გსურთ საუკეთესო კონსისტენციას, გემოსა და არომატს მიაღწიოთ, მაშინ არჩევანი "ლურპაკზე“ უნდა შეაჩეროთ. მას "ევროპროდუქტის“ მაღაზიათა ქსელში შეიძენთ.