მოსკოვში “გაზპრომბანკის” ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, 51 წლის ვლადისლავ ავაევი, მისი 47 წლის მეუღლე ელენა და 13 წლის ქალიშვილი მარია ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
აღნიშნულ ინფორმაციას ტელეგრამ არხი Baza პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსული საგამოძიებო უწყების წინასწარი ვერსიით, თავდაპირველად ავაევმა ცოლსა და ქალიშვილს ესროლა, რის შემდეგაც თავი მოიკლა. პოლიცია ამ დასკვნამდე იმ გარემოებიდან გამომდიანრე მივიდა, რომ ბანკის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს გარდაცვალების შემდეგ იარაღი ხელში ედო.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ავაევების ოჯახის წევრების ცხედრები ნათესავმა აღმოაჩინა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ავაევებთან ტელეფონით დაკავშირებას ცდილობდა, მაგრამ მას არავინ პასუხობდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
Kp.ru-ს ინფორმაციით, ადგილზე მისულ პოლიციას ბინაში არეულობა დახვდა - რუსული მედიის ცნობით, ბინაში სხვადასხვა ნივთები მიმოფანტული იყო.