"რუსეთმა გაუძლო სანქციებს დასავლეთის მხრიდან. დასავლეთის ქვეყნების მცდელობა სანქციების მეშვეობით განეხორციელებინათ საბანკო სისტემის კოლაფსი, პროდუქციის დეფიციტი, წარუმატებელი აღმოჩნდა", - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეკონომიკური ბლიცკრიგის სტრატეგიამ არ გაამართლა.
"ცხადია, ბოლო დროს ეკონომიკისთვის მთავარი ნეგატიური ფაქტორი იყო სანქციების ზეწოლა დასავლეთის ქვეყნებიდან. გათვლა იყო სწრაფად შეერყიათ ჩვენს ქვეყანაში ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობა, გამოეწვიათ პანიკა ბაზრებზე, კოლაფსი - საბანკო სისტემაში, საქონლის დიდი დეფიციტი - მაღაზიებში. მაგრამ უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის მიმართ ასეთი პოლიტიკა ჩავარდა.
უფრო მეტიც, სანქციებმა უკვალოდ არ ჩაიარა თავად ინიციატორებისთვისაც, ვგულისხმობ ინფლაციისა და უმუშევრობის ზრდას, ეკონომიკური დინამიკის გაუარესებას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში, ევროპელების ცხოვრების დონის შემცირებას, მათი დანაზოგების დევალვაციას.
რუსეთმა, როგორც უკვე ვთქვი, გაუძლო ამ უპრეცედენტო წნეხს. ვითარება სტაბილურდება“,- განაცხადა პუტინმა.