ავტორი:

ვლადიმერ პუტინმა ​ბუჩას დანაშაულებში ბრალდებულ ბრიგადას საპატიო წოდება მიანიჭა

ვლადიმერ პუტინმა ​ბუჩას დანაშაულებში ბრალდებულ ბრიგადას საპატიო წოდება მიანიჭა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრიგადას, რომელსაც უკრაინა ქალაქ ბუჩაში ჩადენილ სისასტიკეში ადანაშაულებს, საპატიო წოდება მიანიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებით, 64-ე მოტომსროლელ ბრიგადას, "გვარდიის" წოდება, მისი წევრების "მასობრივი გმირობისა და სიმამაცისთვის, გამძლეობისა და გამბედაობისთვის" მიენიჭა.

როგორც BBC-ი იუწყება, უკრაინა აცხადებს, რომ ბუჩაში რუსებმა 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, მოსკოვი კი აღნიშნულთან, რაიმე სახის მონაწილეობას უარყოფს.