"მარგველაშვილი უკრაინაში არის გაგზავნილი მიხეილ სააკაშვილის მიერ", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.
კობახიძის თქმით, კატასტროფაა, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი თავს "ასე დაიკნინებს".
"ჩვენ გვქონდა ინფორმაცია და გასაჯაროვდა კიდეც, რომ მარგველაშვილი იქ არის გაგზავნილი მიხეილ სააკაშვილი დავალებით. მათ ჰქონდათ შეხვედრა და შემდეგ ამაზე ირიბად მანაც ისაუბრა. ის არის გაგზავნილი სააკაშვილის მიერ, დაფინანსებულია მათ შორის სააკაშვილის მიერ, კობა ნაყოფიას დაავალა მარგველაშვილის დაფინანსება. შესაბამისად, მარგველაშვილი არის "ნაცმოძრაობის“ დელეგაციის ერთ-ერთი წევრი. ხელმძღვანელიც კი არ არის, ნახეთ, როგორი მძიმე მოცემულობაა, რომ არის პარტიის თავმჯდომარე მელია, რომელიც ბუნებრივად არის ამ დელეგაციის ლიდერი და მარგველაშვილია არის ერთ-ერთი წევრი. კატასტროფაა ქვეყნისთვის, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ასე დაიკნინებს თავს, მაგრამ დიდი ხანია მიჩვეული ვართ ამ ყველაფერს და რაც არის ეგ არის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.