ავტორი:

მარიუპოლი არ დაცემულა, იბრძვის! - პენტაგონი

მარიუპოლი არ დაცემულა, იბრძვის! - პენტაგონი

პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ მარიუპოლი არ დაცემულა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან "დარტყმა" მოხდა.

"ჩვენ ვხედავთ მათი [რუსული] საჰაერო თავდასხმების და არტილერიის კონცენტრაციას დონბასსა და სამხრეთში, განსაკუთრებით მარიუპოლში და მის ირგვლივ“, - აღნიშნა კირბიმ.

მისი თქმით, უკრაინელები წინააღმდეგობას უწევენ, რუსეთის მზარდი აგრესიული ქმედებების მიუხედავად.

ასევე კირბის თქმით, რუსები ქმნიან პირობებს უკრაინის აღმოსავლეთში უფრო ფართო და ღია თავდასხმებისთვის.