22 წლის ეგვიპტელ "ტიკტოკერ" გოგონას, ჰანიინ ჰოსამს, ვიდეო გაზიარების საიტების მეშვეობით გოგონებით ტრეფიკინგი ედება ბრალად. მას სასამართლომ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ჰოსამი 2020 წელს დააკავეს, რის შემდეგაც რამდენიმე სასამართლო პროცესი გაიმართა და ყველა პროცესზე სხვადასხვა გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის, მისჯილი ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, თუმცა ქალმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა და ამჯერად მას სასჯელი სამ წლამდე პატიმრობით შეუმსუბუქდა.
ჰოსამი თავის გამომწერებს მოსაწვევს უგზავნიდა, რომლითაც მათ ლაივ ვიდეოს სანაცვლოდ თანხას ჰპირდებოდა. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ჰოსამიც და კიდევ 11 სხვა ქალიც, კონფიდენციალურობის, გამოხატვის თავისუფლების უფლებას არღვევენ. გოგონა ბრალდებას უარყოფს.
ჰოსამი კაიროს უნივერსიტეტის სტუდენტია და "ტიკ-ტოკზე" მილიონამდე გამომწერი ჰყავს.

მას ბრალად ედებოდა ადამიანებით ვაჭრობა.
"მატერიალური სარგებელის მოპოვების მიზნით, ისინი გოგონებს ისეთი აქტების ჩასადენად იყენებდნენ, რომლებიც ეწინააღმდეგება ეგვიპტის საზოგადოების ღირებულებებს“, - აცხადებენ სამართალდამცველები.

მანამ, სანამ 22 წლის ტიკტოკერს დააკავებდნენ, მან ცრემლიანი ვიდეო ატვირთა, რომელშიც ამტკიცებს, რომ ამორალური არაფერი გაუკეთებია, არავინ დაშავებულა მისი საქციელით და ამგვარ სასტიკ სასჯელს არ იმსახურებდა.

მაი ელ სადანი, ამერიკელი ადვოკატი და ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის თაჰრირის ინსტიტუტის დირექტორი, აცხადებს, რომ ეგვიპტის სასამართლო სისტემა "ინფლუენსერების" კრიმინალიზაციას ახდენს იმისთვის, რასაც საერთაშორისო პლატფორმაზე ყოველდღიურად ყველა აკეთებს.
<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">What does it mean for an Egyptian court to convict TikTok vlogger Haneen Hossam on "human trafficking" charges? <br><br>It means that the justice system is criminalizing what influencers globally do every day when they invite others to work with them and monetize TikTok activity.</p>— Mai El-Sadany (@maitelsadany) <a href="https://twitter.com/maitelsadany/status/1516032875359002627?ref_src=twsrc%5Etfw">April 18, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>
წყარო: bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა