Invictus Games სპორტული თამაშებია, რომელიც 2014 წლიდან იმართება. მას ნიდერლანდები მასპინძლობს. სპორტულ შეჯიბრს პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ესწრებოდნენ, რა დროსაც ჰარიმ უკრაინის გუნდი და მათი არაჩვეულებრივი შემართება შეაქო.
"მგონია, რომ ხალხმა უნდა იცოდეს და არ დაივიწყოს, რომ უკრაინის გუნდის შეადგენლობის ნაწილი, აქ წამოსვლამდე, თავის ქვეყანას ემსახურებოდა და ომში იბრძოდა“, - ამბობს დიდი ბრიტანეთის 37 წლის ჰერცოგი BBC-სთან ინტერვიუში.
<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">Prince Harry hails 'extraordinary' Ukraine Invictus team <a href="https://t.co/f2xefKn0if">https://t.co/f2xefKn0if</a></p>— BBC News (UK) (@BBCNews) <a href="https://twitter.com/BBCNews/status/1516024235977805827?ref_src=twsrc%5Etfw">April 18, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>
"ვიცი, რომ პარასკევს, როცა ღონისძიება დასრულდება, მათ ისევ უკან მოუწევთ დაბრუნება, ამიტომაც მგონია, რომ მათი აქ ყოფნა არაჩვეულებრივია“.
"როცა უკრაინელ მოთამაშეებს ვნახულობ და ვესაუბრები, მათ თვალებში ვხედავ, თუ რისი გამოვლა მოუწიათ ბოლო კვირების მანძილზე. ძალიან რთულია. ემოციები მეძალება, როცა ვფიქრობ, რომ მაინც გადაწყვიტეს აქ ჩამოსვლა.
მათ ვალდებულება იკისრეს თავიანთი ქვეყნის დატოვებისას, რაც ძნელი იქნებოდა, მაგრამ ისინი აქამდე თავიანთი პრეზიდენტის დალოცვით მოვიდნენ. ვფიქრობ, რომ წლევანდელი თამაშები უკრაინის გუნდის გარეშე ასეთი განსაკუთრებული არ იქნებოდა", - ამბობს პრინცი.
მოგვიანებით, ჰარიმ სინანულით განაცხადა, რომ უკრაინის გუნდის 4 წევრი ვერ გამოცხადდა თამაშებზე, მათ შორის მშვილდოსნობის ინსტრუქტორიც, რომელიც ომში დაიღუპა.
Invictus-ის თამაშების ფუძემდებელი, თავად პრინცი ჰარია. ის 2014 წელს დააარსა მას შემდეგ, რაც ორჯერ ჩავიდა ავღანეთში ბრიტანულ არმიასთან ერთად. ეს არის საერთაშორისო სპორტული ღონისძიება და შესული თანხა დაჭრილი, დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის და ვეტერანებისთვისაა განკუთვნილი.
წყარო: people
მოამზადა: ანა სიბოშვილმა