ავტორი:

ქაბულში მომხდარ აფეთქებებს სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა - დაშავებულთა შორის არიან ბავშვები

ქაბულში მომხდარ აფეთქებებს სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა - დაშავებულთა შორის არიან ბავშვები

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის ერთ-ერთ სკოლასთან მომხდარ აფეთქებებს სულ მცირე 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, თავდასხმის შედეგად დაშავებულია 11 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

"სამი აფეთქება მოხდა. სკოლაში არის მსხვერპლი,“ - განაცხადა ქაბულის მეთაურის პრესსპიკერმა ხალიდ ზადრანმა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.