ჩინეთი "განაგრძობს სტრატეგიული კოორდინაციის გაძლიერებას“ რუსეთთან, მიუხედავად იმისა, როგორ შეიცვლება "საერთაშორისო ლანდშაფტი“, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
"როგორც არ უნდა შეიცვალოს საერთაშორისო ლანდშაფტი, ჩინეთი გააგრძელებს რუსეთთან სტრატეგიული კოორდინაციის გაძლიერებას, რათა მიაღწიოს ურთიერთსარგებელზე დაფუძნებულ თანამშრომლობას, ერთობლივად დაიცვას ჩვენი საერთო ინტერესები და ხელი შეუწყოს ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების შექმნას“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლი იუჩენგმა ეს მოსაზრება ჩინეთში რუსეთის ელჩს ანდრეი დენისოვს ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე გააცნო. სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები უკრაინის, ასევე სხვა საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა, უწყება დამატებით დეტალებს არ აკონკრეტებს.