გუშინ ღამით, გარდაბანი სასტიკი დანაშაულის მომსწრე გახდა - 1964 წელს დაბადებულ მარტოხელა ქალს იეთარ სალიმოვას საკუთარ სახლში ყელი გამოჭრეს. სავარაუდო მოტივად, რის გამოც დანაშაული მოხდა, ქურდობა სახელდება. ერთ-ერთი ვერსიით, ქალმა თავდამსხმელს წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც ყელი გამოჭრეს.
"მომხდარს არ ჰყავს თვითმხილველი და არც ისაა ცნობილი, რამდენი ადამიანი მონაწილეობდა ამ დანაშაულში" , - გვეუბნება გარდაბნის მკვიდრი.
შსს მომხდარზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.