ავტორი:

12 წლის ბიჭუნამ, რომელიც ხისგან ნაკეთობებს ამზადებს, უკრაინელი ბავშვებისთვის 109 000$  შეაგროვა

12 წლის ბიჭუნამ, რომელიც ხისგან ნაკეთობებს ამზადებს, უკრაინელი ბავშვებისთვის 109 000$  შეაგროვა

12 წლის ბიჭუნამ, რომელიც ხისგან ნაკეთობებს ამზადებს, უკრაინელი ბავშვებისთვის 109 400$ შეაგროვა. ინგლისელი გაბრიელ კლარკი ამბობს, რომ მასაც სურდა წვლილი შეეტანა სხვა ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნვაში და ამიტომ გადაწყვიტა სხვა ბავშვების დასახმარებლად თავისი ნიჭის გამოყენება.

გაბრიელი ხეზე მუშაობაზე 3 წლიდანაა შეყვარებული, მას შემდეგ, რაც დედამ მას ბაბუის ნაქონი ჩაქუჩი მისცა. "ყოველთვის ვიყავი ამ საქმით გატაცებული და ყველაფერი, რაც ახლა ვიცი, ჩემით მაქვს ნასწავლი,“ - ამბობს 12 წლის გაბრიელი People-თან ინტერვიუში.

მას შემდეგ, რაც გაბრიელის მამამ, ბიჭუნას გატაცების შესახებ "თვითერზე" დაწერა და თქვა, რომ მისი ბიჭუნა თავისი ნახელავების გაყიდვით ახალი ველოსიპედისთვის აგროვებდა ფულს, პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გაბრიელის "ინსტაგრამის" გვერდის გამომწერების რიცხვი, 48 სააათში, 6-დან 200 000-მდე გაიზარდა. ამან გაბრიელს უბიძგა, საკუთარი ნიჭი, კეთილი საქმისთვის გამოეყენებინა. მან ხის ფიალა, რომელიც უკრაინის დროშის ფერებით გააკეთა, გათამაშებაში ჩართო, რათა უკრაინელი ბავშვებისთვის თანხა შეეგროვებინა და 109 450 დოლარი შეაგროვა..

გაბრიელის დედა, ტერეზა მაკენ კლარკი, თავადაც ხელოვანია, ის თავის ბიჭუნას ასე ახასიათებს: "მთავარი რამ, რაც გაბრიელზე შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ მას ძალიან, ძალიან დიდი გული აქვს. ნიჭიერია, კრეატიული, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ ძალიან კეთილია“.

წყარო: people

მოამზადა: ანა სიბოშვილმა