ავტორი:

სილამაზისა და მარადიული ახალგაზრდობის ფორმულა - Nuxe-ის გალა საღამო და 5 ახალი ინოვაციური პროდუქტი

სილამაზისა და მარადიული ახალგაზრდობის ფორმულა - Nuxe-ის გალა საღამო და 5 ახალი ინოვაციური პროდუქტი

სილამაზისა და მარადიული ახალგაზრდობის ფორმულა, ფრანგული ბრენდი Nuxe-ი ქალებს ინოვაციური და ეფექტიანი პროდუქციის ახალ ასორტიმენტს სთავაზობს. ბრენდმა, რომელიც უკვე ათწლეულებია უკონკურენტოა ნაოჭების საწინააღმდეგო პროდუქტების ბაზარზე, მომხმარებელს ახალი თაობის, ხავერდოვანი, სურნელოვანი და მყისიერი ეფექტის მქონე პროდუქტები წარუდგინა.

გაიმართა გალა ვახშამი, სადაც კანის მოვლის ახალ საშუალებებზე ისაუბრეს. ღონისძიებას ცნობილი ადამიანები დაესწრნენ. მათ შორის, თაკო ჩხეიძე, თეონა თავართქილაძე და სხვები. საღამო, როგორ Nuxe-ს შეესაბამება, სილამაზის დღესასწაული გამოვიდა, სადაც კოსმეტოლოგმა შორენა ალიბეგაშვილმა სახის მოვლისა და მასაჟის მასტერკლასი ჩაატარა და შეკრებილ საზოგადოებას სახის ე.წ. როლერით, „ლიფტინგ მასაჟის“ სწორად გაკეთება ასწავლა.

მასაჟის დროს მან „ნუქსის“ ახალი, ინოვაციური პროდუქტი, ზეთოვანი შრატი, NUXE Merveillance Lift Firming Activating Oil-Serum გამოიყენა, რომელსაც თვითონაც აქვს „ლიფტინგ“ ფუნქცია, თუმცა მასაჟთან ერთად ეფექტი გაცილებით უფრო თვალშისაცემია. „ლიფტინგ მასაჟი“ ასწორებს ნაოჭებს, ხსნის შეშუპებას, აქრობს ღაბაბს, კანი ხდება ჯანსაღი, გლუვი და პრიალა, იხსნება სტრესული ფონი და კანს აქვს მოვლილის ეფექტი. თუმცა მისი სწორად გაკეთება უმნიშვნელოვანესია შედეგის მისაღებად და რაიმე უკუჩვენების თავიდან ასარიდებლად.

Nuxe-ი წლებია ბაზარზე არ კარგავს აქტუალობას და მოთხოვნას. ამის საიდუმლო კი მომხმარებლითვის მუდმივად სიახლეების შეთავაზება და ფართო ასორტიმენტის მქონე, ეფექტიანი პროდუქტებია. აქ აღმოაჩენთ შრატებს, კრემებს და სხვა საშუალებებს ნებისმიერი ტიპის კანისთვის, რომლებიც შეიცავან ნატურალურ, აქტიურ მოქმედ ინგრედიენტებს.

გავეცნოთ უფრო კარგად ბრენდის ახალ ასორტიმენტს, Merveillance Lift რომელიც სულ ხუთი პროდუქტისგან შედგება. ესენია: შრატი, პუდრისებრი კრემი ნორმალური და კომბინირებული კანისთვის, ხავერდოვანი კრემიმშრალი კანისთვის, ღამის კრემი ყველანაირი ტიპის კანისთვის და თვალის კრემი.

Merveillance Lift დამზადებულია ულტრა მძლავრი ტექნოლოგიით, მდიდარია ძვირფასი, აქტიური მოლეკულებით, ხელს უწყობს უჯრედების აღდგენას, აძლიერებს კავშირს დერმისსა და ეპიდერმისს შორის.

მათი მოხმარების შედეგად კანს უკეთ მიეწოდება ჟანგბადი, - ნუქსის მერვეიანს ლიფტის ხაზიდან პროდუქტების გამოყენება ხელს უწყობს კოლაგენი 4-ის გამომუშავებას და ბოჭკოების სინთეზს. მიკრო წყალმცენარეების ზეთი ეხმარება კანს უჯრედებსშორის ჟანგბადის და საკვების სწორ გადანაწილებას, რაც უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ მან ჯანსაღი იერი შეინარჩუნოს.

მათი გამოყენების შემდეგ ძლიერდება კანის შიდა სტრუქტურა, კანი ხდება უფრო მკვრივი და იღებთ „ლიფტინგის“ ეფექტს. პროდუქტი გამოირჩევა ინოვაციური ტექსტურით, ყვავილოვანი და მსუბუქი არომატებით, რაც მის მოხმარებას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.

1. დღის კრემი ნორმალური და კომბინირებული კანისთვის - მას გამამკვრივებელი, ასევე „ლიფტინგის“ მყისიერი ეფექტი, ხოლო რეგულარულად მოხმარების დაწყებიდან ორ თვეში კანი ხდება გლუვი. ის შეიცავს წყალმცენარეების ულტრამაკორექტირებელ ზეთს.

2. დღის კრემი მშრალი კანისთვის - მას აქვს ხავერდოვანი ტექსტურა და ისიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას, წყალმცენარეების ულტრამკორექტირებელ ზეთს. მოხმარების დაწყებიდან ერთ თვეში უკვე იგრძნობთ შედეგს, გარდა „ლიფტინგისა“, ის სახის კონტურს უფრო გამოკვეთს, ორ თვეში კი კანი უფრო გლუვი გახდება.

3. კანის გამაძლიერებელი ზეთოვანი შრატი - შეიცავს წყალმცენარეების ულტრამაკორექტირებელ ზეთს, ასევე სეზამის, ჟოჟობას, მაკადამიას, მზესუმზირას ზეთებს, რომლებსაც აქვთ დამარბილებელი და მკვებავი ეფექტი. მყისიერი ეფექტურობისთვის საკმარისია მხოლოდ სამი წვეთი. ის განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის. არ აქვს ცხიამიანი და წებოვანი სტრუქტურა.

4. ღამის კრემი - პროდუქტი განკუთვნილია ყველა კანის ტიპისთვის. მის შემადგენლობაშია ისეთი აქტიური ინგრედიენტები, როგორებიცაა წყალმცენარეების ულტრამაკორექტირებელი ზეთი, ასევე ყავისფერი წყალმცენარეები. 86%-ით აღადგენს კანს და ის ხდება 100%-ით გლუვი. კანი ისვენებს და კანის უჯრედები მოქმედებს ისე, თითქოს თქვენ ორი საათით მეტი გეძინათ.

5. თვალის კრემი - ახალ ასორტიმენტში შედის ასევე თვალის კრემი, რომელიც იდეალურია შეშუპებული, დაღლილილი თვალებისთვის. მის შემადგენლობაშია აქტიური ინგრედიენტები - წყალმცენარეების ულტრამაკორექტირებელი ზეთი და ასევე ბიომიმეტური პეპტიდი, რომელიც ამცირებს შეშუპებას. დადასტურებულია, რომ 94%-ით ამცირებს ნაოჭებს თვალის მიდამოში. გატესტილია ოფთალმოლოგიურად.

R