ავტორი:

აუდიოწიგნები ყველაზე დაბალ ფასად - პლატფორმა „გუდა“ 1 წლამდე გამოწერის სერვისს ამატებს

აუდიოწიგნები ყველაზე დაბალ ფასად - პლატფორმა „გუდა“ 1 წლამდე გამოწერის სერვისს ამატებს

აუდიოწიგნების პირველი ქართული პლატფორმა „გუდა“ 1 თვიდან 1 წლამდე ვადით გამოწერის სერვისს ამატებს, რაც ლიტერატურის მოყვარულებს წიგნების ხელმისაწვდომ ფასად შეძენის საშუალებას მისცემს.

სერვისში ჩართვისას საშუალება გექნებათ, თქვენთვის სასურველი ვადა შეარჩიოთ და შესაბამისი რაოდენობის წიგნები მიიღოთ. თქვენ შეგეძლებათ მოისმინოთ როგორც დეტექტივი, ისე ისტორიული, საბავშვო, დოკუმენტური თუ სხვა ჟანრის წიგნები. გამოწერის ფასი 5 ლარიდან იწყება. გააქტიურების შემდეგ თანხა ავტომატურად ჩამოგეჭრებათ და შეძენილი წიგნები აპლიკაციაში აგესახებათ.

ამ დროისთვის შეგიძლიათ, ერთი, სამი, ექვსი, ცხრათვიანი და ერთწლიანი გამოწერა გააქტიუროთ. გადაწყვეტილების მიღებამდე წინასწარ მიიღებთ ინფორმაციას წიგნების რაოდენობისა და არჩევანის შესახებ, საიდანაც სასურველს მონიშნავთ და თქვენს სიაში დაამატებთ.

გამოწერის შეთავაზებების გასაცნობად დააჭირეთ აქ.

„გუდას“ პლატფორმა 2019 წელს ჩაეშვა და მას შემდეგ ვებგვერდზე 250-ზე მეტი წიგნი დაემატა, რომელიც პროფესიონალმა მსახიობებმა გაახმოვანეს. აუდიობიბლიოთეკის განახლებაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და სამომავლოდ „გუდა“ მომხმარებლებს სასიამოვნო სიახლეებს შესთავაზებს.

როგორ გადმოვწეროთ აუდიოწიგნები?

თავდაპირველად, უნდა დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე , შემდეგ ჩამოტვირთოთ აპლიკაცია „guda” (როგორც Android - სთვის, ისე iOS-სთვის) და იმოგზაუროთ ლიტერატურულ სამყაროში. წიგნის შეძენა „გუდას“ დესკტოპ ვერსიიდან შეგიძლიათ და ის ავტომატურად აისახება აპლიკაციაშიც. ამასთან, თუ აუდიოწიგნები უკვე შეძენილი გაქვთ და აპლიკაციას თავიდან ჩამოტვირთავთ, თქვენი კოლექცია ამ შემთხვევაშიც ავტომატურად გამოგიჩნდებათ.

ვებგვერდზე განთავსებულია აუდიოწიგნების რამდენიმე უფასო ვერსიაც. ასევე, საბავშვო აუდიოწიგნების შეძენა „გუდაზე“ სიმბოლურ ფასად - 10 თეთრადაც არის შესაძლებელი.

R