ავტორი:

"მთელი მსოფლიო ცდილობს რუსების არაადამიანურობის მიზეზი ამოიცნონ. ჩემი ვერსიით, ისინი იქცევიან ისე, როგორც მათ რუსეთის ხელისუფლება ექცევა" - ელენა ზელენსკა

"მთელი მსოფლიო ცდილობს რუსების არაადამიანურობის მიზეზი ამოიცნონ. ჩემი ვერსიით, ისინი იქცევიან ისე, როგორც მათ რუსეთის ხელისუფლება ექცევა" - ელენა ზელენსკა

უკრაინის პირველი ლედის განცხადებით, რუსი სამხედროების მიერ უკრაინაში გამოვლენილი არაადამიანურობის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ მათ ანალოგიურად ექცევიან საკუთარ ქვეყანაში. ამის შესახებ ელენა ზელენსკამ ჩეხურ ყოველდღიურ გამოცემა Respekt-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"ახლა მთელი მსოფლიო ცდილობს რუსების ასეთი არაადამიანურობის მიზეზი ამოიცნონ. ჩემი ვერსიით, ეს პირველ რიგში იმის ასახვაა თუ როგორ ექცევა თავად რუსეთის ხელისუფლება თავის ჯარისკაცებსა და ზოგადად ხალხს. ეს არის დაქვემდებარებულების დამცირებისა და ძლიერების დაუსჯელობის ნაზავი. და როდესაც მსგავსი დამცირებული დაქვემდებარებული იღებს ძალაუფლებას - ის ხდება მანიაკი და სამაგიეროს უხდის მსოფლიოს“,- განაცხადა პირველმა ლედიმ.