ავტორი:

ვინ არის ირაკლი კობახიძის პროფესორი მეუღლე, რომელიც ქმრის გვერდით საჯაროდ არასდროს ჩნდება - "ოცნების" ლიდერის ოჯახი და ქონებრივი დეკლარაცია (ფოტოები)

ვინ არის ირაკლი კობახიძის პროფესორი მეუღლე, რომელიც ქმრის გვერდით საჯაროდ არასდროს ჩნდება - "ოცნების" ლიდერის ოჯახი და ქონებრივი დეკლარაცია (ფოტოები)

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წლებია, რაც აქტუალურობას არ კარგავს. ის ერთ-ერთია "ქართული ოცნების" წევრებს შორის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ფავორიტად დარჩა. მას ხშირად აკრიტიკებს ოპოზიცია და თავადაც ხშირად გამოირჩევა სკანდალური განცხადებებით.

თინეიჯერობაში მუსიკაზე და გიტარაზე შეყვარებული პოლიტიკოსი, გრძელ ვარცხნილობას ვერ შეელია და ამიტომ მისი თმა, პატრონთან ერთად, ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი.

ქონებრივი დეკლარაცია

პოლიტიკოსმა დეკლარაცია 2022 წლია იანვარში შეავსო. ჰყავს პროფესორი მეუღლე ნატალია მოწონელიძე და ორი ვაჟი, გიორგი და ნიკო. კობახიძის დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ 2016 წელს თბილისში წყნეთის გზატკეცილზე აჩუქეს 20 კვ.მ. ავტოფარეხი და 157.8 კვ. მ. ბინა, ამავე მისამართზე. უმრავლესობის ლიდერმა 2020 წელს Mercedes-Benz Sclass-ის მსუბუქი ავტომანქანა 20 000 დოლარად შეიძინა.

ირაკლი კობახიძე და მისი ოჯახის წევრები არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს. დეკლარაციის შევსების დროს პოლიტიკოსის ანგარიშზე თიბისი ბანკში 60 ათასი დოლარი ირიცხებოდა, საკრედიტო ბარათზე კი - 1104.52 ლარი.

ნატალია მოწონელიძე ვაჟთან ერთად

ნატალია მოწონელიძეს "საქართველოს ბანკი" სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 283,94 ლარი, თიბისი ბანკის სახელფასო ანგარიშზე - 2144,5 ლარი.

2021 სასწავლო წლის განმავლობაში ირაკლი კობახიძემ როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა სახელფასო სარგოს სახით 13989,6 ლარი მიიღო, ხოლო პარლამენტში მუშაობის პერიოდში, ერთი წლის მანძილზე - 63 580,32 ლარი.

მეუღლე - ნატალია მოწონელიძე

დეკლარაციის მიხედვით, ნატალია მოწონელიძე სსიპ საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეა, სადაც ბოლო ერთი წლის მანძილზე ხელფასის სახით 48 851,74 ლარი მიიღო. მოწონელიძე ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია და 2021 წლის მანძილზე ხელფასის სახით 11 472 ლარი დაერიცხა.

ირაკლი კობახიძის ორივე ვაჟი კერძო სკოლის მოსწავლეა. გასულ სასწავლო წელს უფროსი შვილის სწავლის გადასახადში პოლიტიკოსმა 10057,59 ლარი გადაიხადა, უმცროსი შვილის სწავლის გადასახადში კი 8398,02 ლარი.

მიუხედავად ირაკლი კობახიძის საჯარო ცხოვრებისა, ხელშეუხებელია მისი პირადი ცხოვრება. ის მეუღლესთან ერთად არასოდეს ჩნდება საჯარო ადგილებში და საყოველთაო დღესასწაულებზე, სადაც პოლიტიკოსები ოჯახთან ერთად მიდიან... ირაკლი კობახიძე შვილებით მიდის.

როგორც მოგახსენეთ, ნატალია მოწონელიძე საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოში მუშაობს. ორგანიზაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. სააგენტო “საჯარო და კერძო თანამშრომლობის” შესახებ 2018 წლის 4 მაისის კანონის საფუძველზე შეიქმნა, ხოლო ფუნქციონირება 2019 წლის თებერვლიდან დაიწყო.

საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

სააგენტოს საიტზე ვკითხულობთ, რომ მისი ამჟამინდელი თავჯდომარე ნატალია მოწონელიძეა. ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე კი უამრავი ფოტოა გამოქვეყნებული, სადაც ქალი შეხვედრებს პოტენციურ ინვესტორებთან მართავს.

ირაკლი კობახიძის შესახებ არაერთხელ გავრცელდა ჭორის სახით, რომ მეუღლეს დაშორდა და მარტო ცხოვრობს, თუმცა მოწონელიძე მეუღლის ბოლო დეკლარაციაშია მოხსენიებული და ასევე მოვიპოვეთ ბოლო დროს გადაღებული ერთ-ერთი ფოტო, სადაც ცოლ-ქმარი შვილებთან ერთად ისვენებს.