დღეს სრულიად სოციალური ქსელი მოიარა მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კაფეში გადაღებულმა ვიდეო, სადაც რუსული სიმღერის ფონზე ტურისტების გართობა იყო გადაღებული. კადრებს საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
ვიდეო "ფეისბუქზე" ირინა კვინტრაძემ გაავრცელა. სწორედ მან გადაიღო კადრები, სადაც ჩანს, რომ მომხდარის გამო კაფეს თანამშრომლებს შენიშვნასაც აძლებს.
მოგვიანებით სამოქალაქო აქტივისტმა მარიამ დოლიძემ აღნიშნა, რომ მომხდარი ინფიცენტის შემდეგ კაფეს მეპატრონეს ესაუბრა, რომელმაც ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ სიმღერა სტუმრების მოთხოვნით ჩართეს. ასევე აზუსტებს რომ ტურისტები ებრაელები და ყაზახები იყვნენ.
"გავარკვიეთ ვინ იყო ''ჩორნი ბუმერის'' ჩამრთავი კაფე, ასევე ვიპოვეთ მისი მეპატრონე და მივწერე მე პირადად, სრულიად მშვიდი ტონით.დამირეკა 2 წუთში და უუამრავი ბოდიში იხადა.
მისივე თქმით, სტუმრების მოთხოვნით ჩართო სტაფმა რუსული სიმღერა და სტუმრები იყვნენ ებრაელები და ყაზახები. მე ვუთხარი, რომ ეროვნებას არ აქვს მნიშვნელობა და ამ დეტალებში საერთოდ არ შემოვდივართ და რომ აქ პრობლემა მტრის ენაზე ტაშ-ფანდურია.
განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ რა ხდება უკრაინაში და რა გავიარეთ ჩვენ. ყველაფერში დამეთანხმა და დაამატა, რომ სტაფმა ამის გამო შენიშვნა მიიღო და ეს აღარ განმეორდება. არაა ეს ქალი რუსეთუმე, მის პროფილს რომ გადაავლებ თვალს, მაგითიც მიხვდები.საუბარი ბევრად გრძელი იყო, თუმცა ბოლომდე პოზიტიური.ახლა ვის გვჯერა და ვის არა მისი (მათი) გულწრფელობის, ეგ სხვა საკითხია და ინდივიდუალურად გადასაწყვეტი.
თუმცა ამ ყველაფერს უფრო სხვა რამის გამო ვწერ. დიდი ხნის განმავლობაში უდიდესი ფულია ჩაყრილი იმაში, რომ ადამიანებს ერთმანეთი წინასწარ გვეზიზღებოდეს და ერთმანეთთან მისასვლელ გზებს ვერ ვპოულობდეთ. მეც კი ხშირად ამის ნაწილი და შემსრულებელი ვარ ხოლმე, თუმცა ბოლო პერიოდში მაქსიმალურად ვცდილობ ყველასთან ლაპარაკს. დამიჯერეთ, აქვს შედეგი!ერთმანეთთან საუბარი იმით დავიწყოთ, რაზეც ვთანხმდებით, რაც ბევრად ჯანსაღ საძირკველს ჩადებს მომავალში განსხვავებებზე კამათისთვის. კი, საკომუნიკაციო ფორმებს მნიშვნელობა აქვს!
კი, რომც გეთანხმებოდე, თუ ამას გინებით მეუბნები, გაგინებ მეც და რომ გეთანხმებოდი, ის დამავიწყდება იმავე წამს!ამიტომ გულწრფელად იყო თითონაც ეს ქალი შეწუხებული თუ უბრალოდ ბიზნესის სახელს უფრთხილდება, ამ წუთას არ მაინტერესებს. მთავარია, რომ ყველანაირი ნერვების წყვეტის გარეშე შევთანხმდით, - რუსულ სიმღერებს აღარ ჩართავს და მადლობებით დავემშვიდობეთ.ჩვენი მხრივ, პირობას ვდებთ, რომ აუცილებლად გადავამოწმებთ" - წერს დოლიძე.
დოლიძის კომენტარის შემდეგ ვიდეოს ავტორმა აღნიშნა, რომ კაფეს ადმინისტრაციას აღნიშნულ თემაზე შენიშვნა სხვა დროსაც მისცა. ასევე აღნიშნავს, რომ დღევანდელი პოსტის და ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ, კაფეს თანამშრომლები მას "თმების თრევით ემუქრებოდნენ".
"ამ პოსტს ვეხმაურები, რადგან კომენტარის დაწერა შეზღუდულია და განმარტებას დავწერ, პირველი გაფრთხილება არ არის, მეათასედ მივეცით შენიშვნა, მენეჯრი ელზა, ყოველთვის ბოდიშებს იხდის, თუმცა მისი სტაფის დამოკიდებულება და საქციელები სხვა რამეზე მეტყველებს...
ამ პოსტის და ზარის შემდეგ, მისი თანამშრომლები შემოვარდნენ ოფისში და თმით თრევით იმუქრებოდნენ... აქ საუბარი არის არა რა ეროვნებისას ემსახურები, არამედ როგორ და რას აკეთებ, მაშინ როდესაც შენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსების მიერ და რა ხდება დღეს უკრაინაში" - წერს ირინა კვინტრაძე.
ნახეთ ვიდეო: