უკრაინის ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში, "აზოვსტალის" ფოლადის ქარხნიდან ამომავალი გიგანტური კვამლი შეინიშნება, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა წინ წაიწიეს მას შემდეგ, რაც ქარხანაში დაბანაკებულებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდეს.
როგორც Guardian-ი იუწყება, საპორტო ქალაქი, ომის დაწყების დღიდან, მუდმივი დაბომბვების შედეგად განადგურებულია, რამაც მოსახლეობა წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. უკრაინის ხელისუფლების შეფასებით, ომის დაწყების შემდეგ, მარიუპოლში 21 000 ადამიანი დაიღუპა.