42 წლის გიორგი კიკაბიძე, რომელსაც აბაშაში მეორე დღეა ეძებენ, გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ambebi.ge-ს გარდაცვლილის ოჯახის ახლობელმა განუცხადა, ცხედარი ყოფილი ფოსტის შენობაში ნახეს. მისთვის უცნობია აღენიშნება თუ არა ცხედარს რაიმე სახის დაზიანება.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შეგახსენებთ, მამაკაცი სახლიდან გუშინ დილით გავიდა, ბოლოს აბაშის ცენტრში ნახეს, საიდანაც მისი კვალი დაიკარგა.